ირაკლი ღარიბაშვილი - გიორგი მაზნიაშვილს განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს ხანგრძლივ და სახელოვან სამხედრო ისტორიაში

დღეს დიდი მხედართმთავრის, სამშობლოს ერთიანობისათვის თავდადებული მებრძოლის, საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი მაზნიაშვილის დაბადების დღეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.

მთავრობის მეთაურის თქმით, გიორგი მაზნიაშვილს განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს ხანგრძლივ და სახელოვან სამხედრო ისტორიაში.

„თანამედროვე ქართული არმიის ერთ-ერთი შემოქმედი, სტრატეგიული ნიჭით გამორჩეული მთავარსარდალი იმავდროულად მამაცობისა და შეუპოვრობის მისაბაძი მაგალითი იყო თანამებრძოლებისათვის.

„მე არც ბოლშევიკების გენერალი ვარ და არც მენშევიკების, მე საქართველოს გენერალი ვარ“, - მისი ეს სიტყვები ყველაზე კარგად აღწერს იმ ადამიანის ცხოვრებას, ვინც სამუდამოდ დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი საქართველოს დიდ მამულიშვილთა შორის.

დაუმარცხებელი გენერლის უანგარო მსახურება სამშობლოსა და ხალხისადმი სახელმძღვანელოდ დარჩება თითოეული ჩვენგანისათვის, მომავალი თაობებისთვის” , - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა