შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო - დაკავებულია 6 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისსა და რეგიონებში 6 პირი დააკავეს, ამოღებულია სხვადასხვა ტიპის უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1978 წელს დაბადებული ზ.ო. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში დააკავეს.

„პოლიციამ, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო: „გეკოს“ სისტემის 3 გადაჭრილი თოფი, 3 სხვადასხვა მოდელის საფანტის პისტოლეტი, 1 კუსტარულად დამზადებული პისტოლეტი, 3 არარეგისტრირებული სანადირო თოფი, სხვადასხვა კალიბრის 28 საბრძოლო ვაზნა, „რგდ“-ის ტიპის ხელყუმბარა და 3 ფალია. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ. ხ. თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს: „ტტ“-ს სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 2 მჭიდი და 10 საბრძოლო ვაზნა. ასევე, ამოღებულია უკანონოდ კულტივირებული, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე. გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1973 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ქ.-ის საცხოვრებელ სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 9 საბრძოლო ვაზნა.

რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულს - 1991 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს, პოლიციამ მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 4 საბრძოლო ვაზნა. ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1961 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ძ. თბილისში დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელ სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 11 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1971 წელს დაბადებული ბ. ფ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა მარტვილში, მისი საცხოვრებელი სახლის და დამხმარე შენობა-ნაგებობების ჩხრეკის შედეგად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 54 ცალი ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დანაშაულები 4-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების, ასევე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა კულტივირების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3, მე-4, მე-6 ნაწილებით და 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო