პროკურატურა „ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტისა და „ტვ პირველის" ოპერატორის მიმართ ძალადობაში ბრალდებულებისთვის გამოტანილ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

პროკურატურა „ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტის გიორგი ნიკოლიშვილის, "ტვ პირველის" ოპერატორის ლევან ბრეგვაძისა და მოქალაქის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულების მიმართ გამოტანილ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

როგორც საქმის პროკურორი ნათია გურული აცხადებს, ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას კატეგორიულად არ ეთანხმებიან.

"ბრალდების მხარე კატეგორიულად არ ეთანხმება განაჩენის იმ ნაწილს, სადაც მოსამართლემ ძალადობა ორგანიზებულ ჯგუფურ მოქმედებად არ შეაფასა და აუცილებლად გაასაჩივრებს სააპელაციო წესით", - განაცხადა გურულმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ვალერიან ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს - ირაკლი წიგნაძეს, ბაქარ მაისურაძეს, ნიკოლოზ დადვანს, მუხრან დადვანს, თორნიკე გაბელიანს, დავით ქოჩიაშვილს - 1 წლიანი პატიმრობა, ვანო ბურდულს კი, 1 წლითა და 6 თვის ვადით განესაზღვრა პატიმრობა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა