კარლ ჰარცელი - უკრაინის წინააღმდეგ ომი და აგრესია უკვე ახდენს ზეგავლენას საქართველოს ეკონომიკაზე

მთავარია რეფორმების გაგრძელება და იმ საკითხების გააქტიურება, რაც რეფორმების განხორციელებას შეუწყობს ხელს და ასევე საჭირო ბაზრების გახსნის მოძიება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

„უკრაინის წინააღმდეგ ომმა და აგრესიამ უკვე მოახდინა ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკაზე, ეს ეხება ვაჭრობას, ტურიზმს, რაც ძალიან სამწუხაროა. მოხარული ვარ, რომ ამ ფონზე, მოვისმინეთ განცხადება საქართველოს მთავრობასა და IMF-ს შორის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით, რაც მიმაჩნია, რომ უზრუნველყოფს გარკვეულ სტაბილურობას. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობასთან შემდგომი განხილვის საგანი იქნება, როგორ შეიძლება ამ კუთხით ევროკავშირმა დახმარება გაუწიოს.

ჩვენ ძალიან მონდომებულები ვართ, რომ DCFTA ოპტიმალურად ფუნქციონირებდეს. ჩვენ ასევე ძალიან მონდომებულები ვართ სატრანსპორტო კავშირების კუთხით დაკავშირებულობის დღის წესრიგში წინსვლის მიღწევაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ მწვანე ეკონომიკის განვითარებასა გაციფრულებაზე. ეს არის ის საკითხები, რაზედაც მთავრობამ უნდა გაამახვილოს ყურადღება რაშიც ჩვენი მხარდაჭერაც იქნება“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს