დათო მაღრაძე - გია დვალმა, რაც მისმა დიდი აფეთქების თეორიამ წარმატება ვერ ჰპოვა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ თბილისის ქუჩებში პატარა აფეთქებით შემოიფარგლოს

ასე ხდება, როცა ამბიცია შესაძლებლობას აღემატება, - ასე ეხმაურება პოეტი დათო მაღრაძე ფიზიკოს გია დვალის განცხადებას, რომ საქართველოს მთავრობა პირდაპირ რუსეთიდან მართულია.

„ბატონმა დვალმა, რაც მისმა დიდი აფეთქების თეორიამ წარმატება ვერ ჰპოვა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ თბილისის ქუჩებში პატარა აფეთქებით შემოიფარგლოს. ასე ხდება, როცა ამბიცია შესაძლებლობას აღემატება“,-აცხადებს მაღრაძე.

ცნობისთვის, ფიზიკოსმა გია დვალმა „მთავარი არხის“ ეთერში უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხზე საქართველოს ხელისუფლების პოზიცია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთიდან იმართება.

მისი თქმით, დღევანდელი მთავრობა „სინდისგარეცხილია“ და პროპაგანდით ცდილობს შიშის ჩანერგვას.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო