კარლ ჰარცელი - უკრაინის სამხედრო დაზვერვის ბრალდებები ძალიან სერიოზულია - მნიშვნელოვანია, მხარეებმა განაგრძონ ინფორმაციის გაცვლა

ეს არის ძალიან სერიოზული ბრალდებები უკრაინის სამხედრო დაზვერვის მხრიდან და სერიოზულად უნდა იქნას მიღებული, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

„ჩვენ ვნახეთ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მკაფიო პასუხი, რომ ასეთი საქმიანობა არ ხორციელდება. რაც შემეხება მე, ამასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, მხარეებმა განაგრძონ ინფორმაციის გაცვლა ამ საკითხებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ელჩმა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო