„ლაგუნა ვერესთან" 2 პირის მკვლელობისა და კიდევ რამდენიმე ადამიანის დაჭრის ფაქტზე დაკავებულების ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას ითხოვენ

„ლაგუნა ვერესთან" 2 პირის - კონსტანტინე ქობულიასა და ვახტანგ გურგენიძის მკვლელობისა და კიდევ რამდენიმე ადამიანის დაჭრის ფაქტზე დაკავებულების ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას ითხოვენ.

განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულებიდან გიორგი გელოვანის ადვოკატი, თამარ აბესაძე მისი დაცვის ქვეშ მყოფის 60 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს.

"თავდაპირველად ჰაერში გასროლა იყო. დაცვის თანამშრომელი ვაშლით და მაწვნით არ დადის, დადის იარაღით. გიორგი გელოვანის ჩვენება თანხვედრაშია დანარჩენი პირების ჩვენებებთან. გიორგი გელოვანი შემთხვევის ადგილზე იყო, არ უარყოფს და განიცდის მომხდარს. პოლიციის მისვლის შემდეგ წავიდა იქიდან, მას უნდა დაერეკა პოლიციაში, მას თბილისი არ დაუტოვებია. 40 წუთში პოლიციამ მიაკითხა და წაიყვანა, მისი მიმალვის საფრთხე არ გვაქვს. მას ნასამართლეობა გაქარწყლებული აქვს", - განაცხადა აბესაძემ.

გიორგი ასლანიშვილის ადვოკატი, გიორგი ჭოჭუა მისი დაცვის ქვეშ მყოფის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს.

ბრალდებულ გიორგი პეტრუშკოს 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს.

რაც შეეხება მკვლელობაში ბრალდებულ კობა მეტრეველს, მისი ადვოკატი სასამართლოს ალტერნატივის სახით 20 000-ლარიან გირაოს სთავაზობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა