მიხეილ სარჯველაძე - ენერგორესურსებთან მიმართებით რატომაც არ ატარებს სანქციებს ევროკავშირი, ზუსტად იგივე მოტივაციით არ ვართ მიერთებული  სანქციებს

ენერგორესურსებთან მიმართებით რატომაც არ ატარებს სანქციებს ევროკავშირი, ზუსტად იგივე მოტივაციით არ ვართ მიერთებული სანქციებს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

სარჯველაძე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციას და ამასთან დაკავშირებით დმიტრო კულებას განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არადამაჯერებელია, უსანქციობის პირობებში ჰიპოთეტური რისკები შეიძლება არსებობდეს შავი ხვრელის შექმნისთვის.

„რაც შეეხება იმას, რომ უსანქციობის პირობებში ასეთ ჰიპოთეტური რისკები შეიძლება არსებობდეს, ეს არადამაჯერებელია, რადგან მწარმოებელი ქვეყანა მიკროჩიპების, სამხედრო ტექნიკის, ჩვენ არ ვართ, რაც შეეხება საკითხს, რომ ჩინეთმა შეიძლება აწარმოოს სადღაც რაღაც მიკროჩიპი, რომელიც სანქციებს მიერთებული არ არის, მაგრამ რეპუტაციულად არ უღირს და საქართველოს გატარებით შემოიტანს ტვირთს, ეს ჩემი აზრით, ცოტა ალოგიკურიცაა და უცნაურიც. ჩინეთს რუსეთთან საზღვარი აქვს,"- განაცხადა სარჯველაძემ.

სარჯველაძემ გამორიცხა ასევე რისკი საქართველოში ჩამოსულ რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით, რომლებმაც გარკვეული კომპანიები გახსნეს. სარჯველაძე აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს კონტროლს იმისათვის, რომ ჰქონდეთ ინფორმაცია, თუ რაიმე კანონსაწინააღმდეგოს ადგილი ექნება.

ამასთან, სარჯველაძე აცხადებს, რომ მტკიცებულებები სწორედ უკრაინულმა მხარემ უნდა წარმოადგინოს.

„გამოვიდნენ ადამიანები, ბრალი დაგვდეს, ახლა კეთილი ინებონ, მტკიცებულებაც წარმოადგინონ, სხვაგვარად წარმოუდგენელია. დაგაბრალონ და შემდეგ შენ ამტკიცო, ეს არ ვარგა. ესაა პასუხი. კარგია, რომ ცოტა შერბილდა რიტორიკა ამ თვალსაზრისით, განმარტებები მოჰყვა და ტენდენციის სახე მიიღო ამან, რომ შერბილდა, ითქვა, რომ ასეთ ფაქტებს ადგილი ნამდვილად არ აქვს, ეს უარყოფილი იქნა და ახლა საუბარი და სიმძიმის ცენტრი გადადის იმაზე, რომ ჰიპოთეტურად შეიძლება თუ არა არსებობდეს საქართველოში ასეთი რისკები. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, ვისაც რაიმე კითხვა შეიძლება ჰქონდეს, გაეცნონ სახელმწიფო წარმომადგენლების, შესაბამისი დაწესებულებების განცხადებებს, იქ ყველა კითხვაზე პასუხს იპოვიან, თუ ამის სურვილი აქვთ. როცა ამბობენ, რომ ვინმეს რამეში ბრალს დებენ, ამას მტკიცებულებებიც სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი სიტყვაც უფასურდება, ეს არ ვარგა. ამიტომ ჩვენს მეგობარ ხალხს არ ვუსურვებ იქიდან ასეთი განცხადებები ისმოდეს", - განაცხადა სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა საქართველოს ელჩისგან ელის მტკიცებულებებს, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში არ ეხმარება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო