მოხელისა და სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულთა ეფექტური და დროული გამოძიების მიზნით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილებები და შესაბამისი კანონმდებლობა შესაძლოა, გადაიხედოს

მოხელისა და სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულთა ეფექტური და დროული გამოძიების მიზნით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილებები და შესაბამისი კანონმდებლობა შესაძლოა გადაიხედოს.

აღნიშნულთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს თავად სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა და მისმა ხელმძღვანელმა კარლო კაციტაძემ მიმართა, რაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა, გაიზიარა და მხარი დაუჭირა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ცვლილებებს შემდეგი მიმართულებით ითხოვს: - პენიტენციურ დაწესებულებებში დაუბრკოლებლად შესვლის უფლება, პატიმრის მიერ სამსახურისთვის საჩივრით დაუბრკოლებლად მიმართვის შესაძლებლობა, დაცვის სპეციალური ღონისძიებების ეფექტური გამოყენება, საგამოძიებო ქვემდებარეობის გაფართოება და დაზუსტება, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების დაუბრკოლებლად გატარების უზრუნველყოფა და სხვა.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განმარტა, საკანონმდებლო წინადადების საკანონმდებლო ინიციატივად ქცევის მიზნით კომიტეტი მუშაობას უახლოეს მომავალში დაიწყებს და კანონის პროექტს პარლამენტს განსახილველად წარუდგენს. მისივე თქმით, კანონპროექტის მომზადებაში საპარლამენტო ოპოზიციაც მიიღებს მონაწილეობას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო