მარიუპოლის ქალაქის საბჭო - მარიუპოლში რუსეთის მობილური კრემატორიუმები ამუშავდა, რათა რუსეთის ჯარის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის კვალი დაფარონ

მარიუპოლში რუსეთის მობილური კრემატორიუმები ამუშავდა, რათა რუსეთის ჯარის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის კვალი დაფარონ. ამის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის ქალაქის საბჭო ავრცელებს.

„მკვლელები კვალს ფარავენ. მარიუპოლში რუსეთის მობილური კრემატორიუმები ამუშავდა. ბუჩაში გენოციდის საერთაშორისო გახმაურების შემდეგ, რუსეთის ფედერაციის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ მარიუპოლში მათი არმიის დანაშაულის ნებისმიერი მტკიცებულების განადგურების ბრძანება გასცა.

ერთი კვირის წინ, ფრთხილი შეფასებით, 5000 ადამიანი დაიღუპა. მაგრამ ქალაქის სიდიდის, კატასტროფული ნგრევის, ბლოკადის ხანგრძლივობისა და მკაცრი წინააღმდეგობის გათვალისწინებით, მარიუპოლის ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე შეიძლება გამხდარიყო დამპყრობლების მსხვერპლი.

ამიტომაც რუსეთი არ ჩქარობს მწვანე შუქის ანთებას თურქეთის მისიისთვის და მარიუპოლის გადარჩენისა და სრული ევაკუაციის სხვა ინიციატივებისთვის. გარდა ამისა, ისინი ფილტრაციის ბანაკების მეშვეობით, ცდილობენ დამპყრობლების სისასტიკის ყველა პოტენციური მოწმის ამოცნობას და მათ განადგურებას“,- ნათქვამია განცხადებაში.

ქალაქის საბჭოს ინფორმაციით, რუსებმა „ჭუჭყიანი საქმის“ შესრულება კოლაბორანტებს დაუტოვეს.

„თვითმხილველები ამბობენ, რომ "რაშისტებმა" „დასუფთავების სპეციალურ ბრიგადებში" ჩართეს ადგილობრივი და „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ტერორისტები. ისინი აგროვებენ და წვავენ მარიუპოლის მცხოვრებთა ნაწამებ ცხედრებს.

ამ ჯგუფების მუშაობას უშუალოდ კოორდინაციას უწევს თვითგამოცხადებული მერი-კოლაბორაციონისტი კონსტანტინე ივაშჩენკო. მრავალი წლის განმავლობაში ის და მისი თანამოაზრეები არაერთხელ ცდილობდნენ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, მაგრამ საბოლოოდ მან მოახერხა მხოლოდ მარიუპოლის კრემატორიუმის დირექტორი გამხდარიყო“, - დასძინეს მერიაში.

თავის მხრივ, მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ აღნიშნა, რომ ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკების არსებობის შემდეგ მსოფლიოს არ უნახავს მარიუპოლის მსგავსი ტრაგედიის მასშტაბები.

„რაშისტებმა" ჩვენი ქალაქი სიკვდილის ბანაკად აქციეს. სამწუხაროდ, საშინელი ანალოგია სულ უფრო და უფრო დასტურდება. ეს აღარ არის ჩეჩნეთი და ალეპო. ეს არის ახალი ოსვენციმი და მაიდანეკი. მსოფლიო უნდა დაგვეხმაროს პუტინის არაადამიანების დასჯაში“, - განაცხადა ვადიმ ბოიჩენკომ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებამ დაკარგა მოსახლეობასთან ურთიერთობის ძარღვი, ეს არახალია, ასე ემართება ძალაუფლებაში დიდხანს მყოფ უკლებლივ ყველა ხელისუფალს
რამაზ საყვარელიძე - მთელი საშინაო პოლიტიკა მიდის იმ ფორმულით, რომ როცა ოპოზიციური პარტიები ან ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები რაიმეს მათთვის წამგებიანს აკეთებენ, ხელისუფლება მათ ხელს არ უშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 29.12.2025
საახალწლო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის!
თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
ნიუ ჰოსპიტალსი International SOS-ის ბენეფიციარებისთვის სამედიცინო მომსახურების პროვაიდერი გახდა მოგზაურთა მედიცინის სფეროში
წარმატებული ქართული ლოგისტიკური კომპანიის განვითარების გზა და სამომავლო გეგმები