იენს სტოლტენბერგი - ყველამ, ვისაც სჯერა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის, უნდა უზრუნველყოს მხარდაჭერით ახლო და ძალიან ღირებული პარტნიორები, როგორიცაა საქართველო - უკეთესია მათ დავეხმაროთ ადრე, ვიდრე გვიან

ყველამ, ვისაც სჯერა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის, უნდა უზრუნველყოს მხარდაჭერით ახლო და ძალიან ღირებული პარტნიორები, როგორიც არის საქართველო. უკეთესია მათ დავეხმაროთ ადრე ვიდრე გვიან, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, მინისტერიალზე განხილვის ერთ-ერთი საკითხი სწორედ ის იქნება, როგორ უნდა მიეწოდოს საქართველოს და სხვა პარტნიორ ქვეყნებს უფრო მეტი დახმარება.

„მჯერა, რომ ერთ-ერთი გაკვეთილი, რომელიც ჩვენ ვისწავლეთ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, არის ის, რომ მნიშვნელოვანია ყველამ, ვისაც სჯერა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის, უზრუნველყოს მხარდაჭერით ახლო და ძალიან ღირებული პარტნიორები, როგორიც არის საქართველო. უკეთესია მათ დავეხმაროთ ადრე ვიდრე გვიან. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი საკითხი, რომელიც განხილული იქნება საგარეო საქმეთა მინისტერიალზე დღეს და ხვალ, არის ის, როგორ შეგვიძლია გავაძლიეროთ დახმარების გაწევა სხვა პარტნიორებისთვის, რომლებიც არიან რუსეთის წნეხის ქვეშ და, რა თქმა უნდა, საქართველო არის ერთ-ერთი მათგანი. რუსეთი აკონტროლებს საქართველოს ტერიტორიის ნაწილს და ჩვენ განვიხილავთ, როგორ უნდა მივაწოდოთ მეტი დახმარება ყველა მიმართულებით, იქნება ეს კიბერ მიმართულება, უსაფრთხოება, შესაძლებლობების განვითარება და სხვა მიმართულებები, რომელიც გააძლიერებს საქართველოს რუსეთისგან მომდინარე წნეხისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. ნატოს კარი ღია რჩება. 7 ათწლეულის განმავლობაში ნატოს გაფართოება წარმატებით ხორციელდება და მხოლოდ აპლიკანტ ქვეყანაზე, ერთ მხრივ და მეორე მხრივ, ალიანსის წევრ ქვეყნებზეა დამოკიდებული წევრობის საკითხი. რუსეთს და არც ერთ სხვა ქვეყანას არ აქვს ვეტოს უფლება ამ გადაწყვეტილებაზე“,- განაცხადა სტოლტენბერგმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებამ დაკარგა მოსახლეობასთან ურთიერთობის ძარღვი, ეს არახალია, ასე ემართება ძალაუფლებაში დიდხანს მყოფ უკლებლივ ყველა ხელისუფალს
რამაზ საყვარელიძე - მთელი საშინაო პოლიტიკა მიდის იმ ფორმულით, რომ როცა ოპოზიციური პარტიები ან ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები რაიმეს მათთვის წამგებიანს აკეთებენ, ხელისუფლება მათ ხელს არ უშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 29.12.2025
საახალწლო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის!
თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
ნიუ ჰოსპიტალსი International SOS-ის ბენეფიციარებისთვის სამედიცინო მომსახურების პროვაიდერი გახდა მოგზაურთა მედიცინის სფეროში
წარმატებული ქართული ლოგისტიკური კომპანიის განვითარების გზა და სამომავლო გეგმები