გაეროს განვითარების პროგრამის რეგიონული დირექტორი საქართველოს ეწვევა

გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადმინისტრატორის თანაშემწე და ევროპისა და დსთ-ის ქვეყნების რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელი მირიანა სპოლიარიჩ ეგერი საქართველოს 7-9 აპრილს ეწვევა.

გაეროს განვითარების პროგრამის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება მაღალი დონის შეხვედრები საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლებთან.

მათივე ცნობით, სპოლიარიჩ ეგერი ასევე შეხვდება არასამთავრობო ორგანიზაციებს, ახალგაზრდობას, საქართველოში აკრედიტებულ ელჩებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

საქართველოში ყოფნისას, სპოლიარიჩ ეგერი გაეცნობა საკვანძო ინიციატივების შედეგებს, რომლებიც UNDP-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

ალექსეი მალაშენკო - არავინ იცის როგორ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, მათ შორის არც პუტინმა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2022
ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
PSP განცხადებას ავრცელებს