აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ინიციატივები წარადგინა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნის და მართვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ უმაღლესი საბჭოს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივები წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილების მიღებით, ავტონომიური რესპუბლიკების დაქვემდებარებაში არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, დასაქმების სფეროში გრანტის გაცემის უფლებამოსილება ენიჭებათ.

„რაც შეეხება „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონის პროექტს, მისი მიღება მაჭახლის ხეობის ბიომრავალფეროვნებით, ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით გამორჩეული ტერიტორიების დაცვას, აღდგენასა და გონივრული გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილება კი „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის“ მართვის ორგანოს - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას, მის მართვას დაქვემდებარებულ დაცულ ტერიტორიაზე ჩადენილ სამართალდამრღვევებზე შესაბამისი რეაგირების (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენის) უფლებამოსილებას ანიჭებს.

კანონპროექტების ავტორები არიან: აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომიტეტების თავმჯდომარეები: ვლადიმერ მგალობლიშვილი, ფრიდონ ფუტკარაძე, მარინე გვიანიძე და გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP)”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო