ანრი ოხანაშვილმა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელს დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები გააცნო

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საქართველო აშშ-ის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის მრჩეველს სამართლებრივ საკითხებში ლენა ოუენსს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ანრი ოხნაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე მხარეებმა უახლოეს პერიოდში კომიტეტის მიერ დასაინიცირებელ კანონპროექტებთან დაკავშირებით პოზიციები გაცვალეს.

„ისინი მხარს უჭერენ „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც ელექტრონული მტკიცებულების სისხლის სამართლის პროცესში ეფექტიანად გამოყენებას უკავშირდება. ჩვენი ამერიკელი მეგობრები მტკიცედ უჭერენ მხარს იმ მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და სისხლის სამართლის პროცესში ეფექტიანი ინსტიტუტების დამკვიდრებას ემსახურება", - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა