ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ მზადაა, რუსული გაზის საფასური რუბლში გადაიხადოს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ის დღეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ვრცლად ესაუბრა, რა დროსაც მას უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა სთხოვა.

ორბანმა რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებთან ერთად უნგრეთში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მიიწვია.

მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, პუტინის პასუხი იყო "პოზიტიური, მაგრამ პირობებით”. უნგრეთის პრემიერმა სხვა დეტალები არ დაასახელა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ის მზადაა, რუბლებში გადაიხადოს რუსულ გაზის საფასური, რაც წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის პოზიციასთან, რომელიც ოფიციალური მოსკოვის აღნიშნულ მოთხოვნას ეწინააღმდეგება.

BBC-ის ინფორმაციით, ნაციონალისტ ორბანს თბილი ურთიერთობა აქვს რუსეთთან. მან რამდენიმე დღის წინ, ხელახლა არჩევის შემდეგ, ბრიუსელის ბიუროკრატებსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის "მოწინააღმდეგეები" უწოდა.

ნიკოლოზ  ვაშაკიძე - მთელი ინტრიგა იმის გარშემო ტრიალებს, რას გადაწყვეტს აშშ - შეეცდება, დაალაგოს თანამშრომლობა „ოცნებასთან“, როგორც უალტერნატივო პოლიტიკურ ძალასთან, თუ ხელი შეუწყოს ხელისუფლების ცვლილებას
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო
2 წელი რობოტული ქირურგიის დანერგვიდან ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში - ინოვაცია, რომელმაც რეგიონის სამედიცინო რეალობა შეცვალა
CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებს
„ვისოლმა“ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებისთვის სპეციალური ფასდაკლება შექმნა
თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა მოსწავლეების დასაფინანსებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს
28 თებერვალი - განსაკუთრებული შეთავაზებები extra.ge-ზე