შემოსავლების სამსახური - "ყაზბეგის" გავლით საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად, რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით 19 ერთეული "KAMAZ"-ის მარკის სატვირთო, არასამხედრო ავტომობილი შემოვიდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ გასული 1 კვირის მანძილზე, სასაზღვრო გამშვები პუნქტი "ყაზბეგის" გავლით საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად, რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით, სომხეთში რეგისტრირებული იურიდიული პირის კუთვნილი 19 ერთეული "KAMAZ"-ის მარკის სატვირთო (არასამხედრო) ავტომობილი შემოვიდა.

ამით უწყება ეხმაურება ერთ-ერთ მედიაში გავრცელებულ კადრებს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, წესების სრული დაცვით, სატვირთო ავტომობილები რეგისტრაციაში გატარდა და დანიშნულების ქვეყნის მიმართულებით იქნა გაშვებული.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კატეგორიულად აცხადებს, რომ ქვეყნის ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში, ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს საქართველოს ხელისუფლების მიერ.

რაც შეეხება ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ კადრებს - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საზოგადოებისთვის განმარტავს, რომ გასული 1 კვირის მანძილზე, სგპ "ყაზბეგის" გავლით საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად (რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით) შემოვიდა სომხეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული იურიდიული პირის კუთვნილი 19 ერთეული "KAMAZ"-ის მარკის სატვირთო (არასამხედრო) ავტომობილი.

საქართველოსა და საერთაშორისო საბაჟო წესების სრული დაცვით, სატვირთო ავტომობილები გატარდა რეგისტრაციაში და გაშვებულ იქნა დანიშნულების ქვეყნის მიმართულებით.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი მასალის გავრცელებისგან და ინფორმაცია გადაამოწმონ შესაბამის სამსახურებთან", - ნათქვამია განცხადებაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია