ვაჟა გაფრინდაშვილი - მარიუპოლის გახსნის შემდეგ, ალბათ, კიდევ უფრო მეტ სისასტიკესა და დანაშაულზე გავიგებთ

მარიუპოლი რომ გაიხსნება, ალბათ, უფრო მეტ სისასტიკესა და წარმოუდგენელ დანაშაულებებზე გავიგებთ , - ამის შესახებ ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ უკრაინიდან, ივანო-ფრანკოვსკიდან ჩართვისას განაცხადა.

როგორც მან განაცხადა, საავადმყოფოში, სადაც ის იმყოფება, პაციენტები სხვადასხვა რეგიონებიდან არიან, თუმცა კონკრეტულად აღნიშნულ ქალაქში შედარებით სიმშვიდეა.

„ხვალიდან სამხედროებს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ტრენინგებს ჩავუტარებთ. ძირითადად ჩვენი აქ ჩამოსვლა, შეიძლება ითქვას, დაზვერვასავით გამოდის, რათა ადგილზე შევხედოთ, რა სახის დახმარება შეგვიძლია სამედიცინო კუთხით აღმოვუჩინოთ ჩვენ მეგობარ ქვეყანას“, - განაცხადა გაფრინდაშვილმა.

მან ისაუბრა უკრაინაში არსებულ განწყობებზეც და განაცხადა, რომ "უკრაინელებს საბრძოლო განწყობა აქვთ".

„1989-1990 წლებში რომ იყო ერთიანობა საქართველოში, ასეთ ერთიანობას ვხედავთ ჩვენ ამ მოსახლეობის. წარმოუდგენელია ეროვნების მიხედვით გარჩევა, ყველანი არიან უკრაინის მოქალაქეები და იბრძვიან უკრაინის დამოუკიდებლობისთვის. დარწმუნებული ვარ, ისინი ამ ბრძოლას მოიგებენ არა მარტო უკრაინის დამოუკიდებლობისთვის, არამედ საქართველოს გადარჩენისთვის და მთელი მსოფლიოს შეცვლისთვის“, - განაცხადა მან.

ექიმის თქმით, უკრაინელი მოსახლეობა მას უსვამს შეკითხვას, „რას შვრება თქვენი მთავრობა?!“ .

როგორც გაფრინდაშვილმა განაცხადა, უკრაინელები საქართველოს ხელისუფლებისგან მორალურ მხარდაჭერას ელოდებიან.

„ქართველი ხალხის მიმართ მათ უდიდესი პატივისცემა აქვთ, აქ სამწუხაროდ ლაპარაკი არის მთავრობაზე“, - აღნიშნა გაფრინდაშვილმა.

როგორც გაფრინადაშვილმა განაცხადა, რუსეთს გენეტიკაში აქვს სხვა ერების ჩაგვრა.

„ის დანაშაულები, რასაც რუსეთი დღეს უკრაინაში ჩადის, ალბათ, რუსეთში 5 თაობას მაინც გაჰყვება, თუ ეს ქვეყანა კიდევ შენარჩუნდა. სამწუხაროდ, მნიშვნელობა არ აქვს რუსეთში პუტინი იქნება, პეტრე პირველი, ეკატერინე მეორე, ბრეჟნევი თუ ხრუშჩოვი, ალბათ რუსებს უკვე გენეტიკაში უზით, რომ მათი მეზობელი, სხვა ერის ხალხი აუცილებლად უნდა დაჩაგრონ და გაანადგურონ“, - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა