ვანო მაჭავარიანი - გავიგეთ, რომ ილია დარჩიაშვილი 4 წელი იყო ელჩი, მაგრამ მე მკითხეთ, როგორ იყო ელჩი და რას აკეთებდა - საელჩოში ბუღალტრად მუშაობდა და მერე ელჩად „ქართულ, ჯიგრულ პონტში“ დაანიშნინა თავი

გავიგეთ, რომ ილია დარჩიაშვილი 4 წელი იყო ელჩი, მაგრამ მე მკითხეთ, როგორ იყო ელჩი და რას აკეთებდა, ეს პოლონეთის მხრიდან ვიცი, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ ვანო მაჭავარიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისი თქმით, ახალ საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს საკუთარი პოზიცია არ გააჩნია.

„როდესაც შენ საგარეო საქმეთა მინისტრად ნიშნავ ადამიანს, რომელიც ბანკის ფილიალის ხელმძღვანელი იყო და ბოლოს ირაკლი ღარიბაშვილის თანაშემწე, ადმინისტრაციის უფროსი - გავიგეთ, რომ 4 წელი იყო ელჩი, მაგრამ მე მკითხეთ, როგორ იყო ელჩი და რას აკეთებდა. მაშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვმუშაობდი და პოლონეთის მხრიდან ვიცოდი, რომ ეს ელჩი, რომელიც მაშინ საელჩოში ბუღალტრად მუშაობდა და მერე ელჩად „ქართულ, ჯიგრულ პონტში“ დაანიშნინა თავი. ის, რომ ამ საერთაშორისო არენაზე მივა, სადაც პოლიტიკა ყალიბდება, რომელსაც არ აქვს თავისი არანაირი პოზიცია გარდა იმისა, რომ თურმე უკრაინას გადააბრალა ომი და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ საერთო კავშირი, საერთო ჯამში, ეს ყველაფერი საქართველოსთვის არის კატასტროფული. შენ თუ საკითხებში ვერ ერკვევი და არ გაქვს პოლიტიკური პოზიციამ ამ გეოპოლიტიკური გადალაგების შემთხვევაში... ასევე თავდაცვის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, პრემიერ-მინისტრი, ეს ხომ ნიშნავს იმას, რომ საქართველო ძალიან წამგებიან მდგომარეობაშია", - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

ამასთან, მან გადაცემაში ისაუბრა ოპოზიციასთან მიმართებითაც. მისი თქმით, გასაგებია, რომ ოპოზიცია აღშფოთებულია, მაგრამ დროა არსებულ ვითარებას საქმიანად მიუდგეს.

„გამოვიდნენ იმ პარლამენტის სკამებიდან და ამ პოზიციებიდან ვისაუბროთ ყველამ ერთად, საზოგადოებისთვის გაკეთდეს რეალური, კონკრეტული შეთავაზებები. ხომ ვხედავთ, რომ ეს ხელისუფლება არ არის უკრაინის მხარეს, მათი გზავნილები, ფაქტობრივად, ერთი ერთზე ემთხვევა რუსეთის გზავნილებს და ამას არ ჰქვია სახელმწიფო ინტერესები, ამას ჰქვია ვიწროპარტიული, პიროვნული ინტერესები“,- განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო