კახა კალაძე „პატრიოტთა ალიანსის" მოსკოვში ვიზიტზე - რა ნეიტრალიტეტზეა საუბარი მაშინ, როცა მეგობარ ქვეყანაში ომია, ადამიანები იხოცებიან, ქალაქები ნადგურდება? ასეთი ვიზიტები ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია

რა ნეიტრალიტეტზეა საუბარი მაშინ, როდესაც მეგობარ ქვეყანაში ომია, ქვეყანა ინგრევა? - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ „პატრიოტთა ალიანსის" მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

კალაძის თქმით, მსგავსი ვიზიტებით მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

„რა ნეიტრალიტეტზეა საუბარი მაშინ, როდესაც მეგობარ ქვეყანაში ომია, ადამიანები იხოცებიან, ქვეყანა ინგრევა, ქალაქები ნადგურდება? ასეთი ვიზიტები ნამდვილად არ არის მისაღები. ჩემთვის პირადად, კატეგორიულად მიუღებელია," - განაცხადა კალაძემ.

ცნობისათვის, "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლები მოსკოვში ჩავიდნენ და შეხვედრებს მართავენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს