ილია დარჩიაშვილი ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ნატოს მინისტერიალის ფარგლებში, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვოკკე ჰოქსტერთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტრები ნიდერლანდებსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების საიუბილეო თარიღს - 30 წლისთავს მიესალმნენ და ამ დროის განმავლობაში ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობას დადებითი შეფასება მისცეს.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ნიდერლანდებს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, როგორც სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

„ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიდერლანდების სურვილი კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან თანამშრომლობა გააძლიეროს, რაც ნიდერლანდების საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების დოკუმენტში კიდეც აისახა. ასევე, აღინიშნა საქართველოს წარმატება, როგორც ევროპული ინტეგრაციის, ასევე ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მათ შორის საუბარი ევროკავშირის წევრობის განაცხადს დაეთმო და ქართული მხრიდან იმედი გამოითქვა, რომ ნიდერლანდები საქართველოს ევროპულ ასპირაციას მხარს დაუჭერს.

მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს დაუთმეს. მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს მხრიდან უკრაინის მიმართ გამოხატულ მხარდაჭერას, ყურადღება საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე გამახვილდა. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ნიდერლანდებს ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა, რაც ადგილზე სტაბილურობის უზრუნველყოფის და ესკალაციის პრევენციისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.

მინისტრებმა საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის მაღალი დონის კავშირებს, მათ შორის, პრემიერ-მინისტრებს შორის კომუნიკაციის მაღალ დინამიკას დადებითი შეფასება მისცეს. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობას და საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ნიდერლანდელი კოლეგა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო