სოზარ სუბარი - "პატრიოტთა ალიანსის" პოზიციები გასაკვირი არ არის, თუმცა დაუშვებელი და მიუღებელია, როცა მოსკოვში მათი ვიზიტი და მოლაპარაკებების წარმოება ამ სასტიკი აგრესიის ფონზე ხდება

"პატრიოტთა ალიანსის" პოზიციები გასაკვირი არ არის, თუმცა აბსოლუტურად დაუშვებელი და მიუღებელია, როცა მოსკოვში მათი ვიზიტი და გარკვეული მოლაპარაკებების წარმოება ამ სასტიკი აგრესიის ფონზე ხდება, - აღნიშნული განცხადება "ქართული ოცნების" დეპუტატმა სოზარ სუბარმა გააკეთა.

ამასთან, როგორც სუბარმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა, "ერთიანმა ნაციონალურმა" მოძრაობამ" პარლამენტში ნატო ჩხეიძე შეიყვანა, რომელიც თავის დროზე მოსკოვში, ანალოგიურ შეხვედრებში მონაწილეობდა.

"სწორედ რომან გოცირიძემ შემოიყვანა საქართველოს პარლამენტში ის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში ახორციელებდა რუსულ ინტერესებს და ამით ამაყობდა. ხან კალაშნიკოვს ხვდებოდა, ხან - ვის, ხან- ვის და მათთან ლაპარაკობდა იმაზე, როგორ არ უნდა გამხდარიყო საქართველო ნატო-ს წევრი და როგორ უნდა ჰქონოდა ნეიტრალიტეტის პოზიცია. სწორედ რომან გოცირიძემ მისცეს შეფასება, რატომ შემოიყვანეს პარლამენტში ნატო ჩხეიძე.

"ნაციონალური მოძრაობა" სწორედ იმ ფანჩატურში იჯდა, სადაც ნინო ბურჯანაძე იგივეს აკეთებდა. თუ შეიძლება კითხვები მათ დაუსვით", - განუცხადა ჟურნალისტებს სოზარ სუბარმა.

ცნობისათვის, "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლები მოსკოვში ჩავიდნენ და შეხვედრებს მართავენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს