ელისო ბოლქვაძე კულტურის სფეროს ნაწილის კრიტიკაზე - არ მესმის ეს ისტერიკული შეძახილები, რომ მომხსნიან „იუნესკოს" ელჩობიდან, ეს ზეწოლაა ჩემზე - ვინ მისცა მაგათ უფლება, მე ვარ უკვე ელჩი და ვერ ჩამომართმევენ

არ მესმის ეს ისტერიკული შეძახილები, რომ მომხსნიან „იუნესკოს" ელჩობიდან, ესე იგი ეს ზეწოლაა ჩემზე - ვინ მისცა მაგათ უფლება, არავის მიუცია, მე ვარ უკვე ელჩი და ვერ ჩამომართმევენ, ეს მინდა კარგად გაითავისონ, - ასე პასუხობს კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე კულტურის და ხელოვნების სფეროს წარმომადგენელთა ნაწილის კრიტიკას, რომლებიც კულტურის სამინისტროს ჩაკეტილობაზე, ავტორიტარიზმის ნიშნებსა და კულტურის სფეროში რეპრესიებზე საუბრობენ.

ელისო ბოლქვაძის თქმით, არსებობს საკითხები, რასთან დაკავშირებითაც კომიტეტს შეუძლია მათ მოუსმინოს, თუმცა, არის საკითხები, სადაც ვერ ჩაერევიან.

„არის საკითხები, რომელშიც კულტურის კომიტეტს შეუძლია რაღაც მოისმინოს, მაგრამ არის საკითხები, რაზეც კულტურის კომიტეტი ვერაფრით ჩაერევა მინისტრის საკადრო პოლიტიკაში, ეს კარგად უნდა გავითვალისწინოთ. როცა საუბარი მიდის ისეთ პრობლემებზე, რომ საკითხი პროკურატურაში იხილება, სასამართლოა და ა.შ. ამ საკითხებს საპარლამენტო ტრიბუნიდან ვერაფრით ვერ ჩაერევით. მე არ ვფიქრობ, რომ საერთოდ კულტურის სამინისტრო უნდა იყოს ღია ორგანიზაცია, არ არის სამინისტრო ღია ორგანიზაცია. არ მესმის, ეს ისტერიკული შეძახილები, რომ მე მომხსნიან იუნესკოს ელჩობიდან, ესეიგი ეს ზეწოლაა ჩემზე, რომ მე თუ ამას არ გავაკეთებ, მაშინ მე მომხსნიან, ჯერ ერთი, ვინ მისცა მაგათ (უფლება), არავის მიუცია არავისთვის ამის უფლება, მე ვარ უკვე ელჩი და ვერ ჩამომართმევენ, ეს მინდა კარგად გაითავისონ იმ ადამიანებმა, ვინც სოციალურ ქსელში დაიწყო ასეთი ზეწოლა, რაც ჩემთვის ღიმილისმომგვრელია", - განაცხადა ბოლქვაძემ.

მისივე თქმით, კომიტეტი ვერც მინისტრის საკადრო პოლიტიკაში ჩაერევა. ბოლქვაძე მათ მოუწოდებს, პრობლემების თაობაზე დასაბუთებული წერილი მისწერონ, რაც შეეხება შეხვედრას, დეპუტატი ამბობს, რომ მას ბევრი საქმე აქვს.

„მინისტრს აქვს უფლებამოსილება გააკეთოს მისი საკადრო პოლიტიკა, თუ თქვენ გულისხმობთ გახსნილობას, არის ფორმატი, როცა მოდის პარლამენტში, საუბრობს თემებზე, რომელიც არის გახსნილი, არის ისეთი თემა და ვერც ერთ მინისტრს, ვერც ერთ ევროპულ ქვეყანაში ვერ დაავალებს საზოგადოება, რომ იყოს გახსნილი, რას ნიშნავს იყოს გახსნილი, მისი მუშაობის გეგმა არის ასეთი, მისი ხედვა არის ასეთი და უზიარებს პარლამენტს, არსებობს წერილები, მიმართვების საშუალება, თუ ესეც არ ჭრის, ჩვენც აქ ვართ. ჩვენ არ ვართ ჩაკეტილები, როცა წერილი მომდის კულტურის კომიტეტში, ყველა წერილს ეცემა პასუხი. ძალიან ვთხოვ იმ ადამიანებს, რომლებიც ასე ღელავენ, ჩვენ მოგვმართონ კონკრეტული შეკითხვით, თემით და არა საზოგადოდ - „რატომ". რას ნიშნავს რატომ? - იმიტომ, რომ მას ეს პოლიტიკა აქვს და თვლის, რომ ასეა საჭირო. რა დარღვევაზე მესაუბრებიან და უზურპაციაზე, მე ეს არ მესმის, ვერაფრით წარმოვიდგინე. აუცილებლად მოიწერონ წერილი. არ ვცხოვრობთ ისეთ ეპოქაში, როცა ზეპირსიტყვიერებაში უნდა დახარჯოს პარლამენტმა დრო. ამიტომ მოვუწოდებ, ვთხოვ, კომიტეტი გახსნილია, მე გახსნილი ვარ და დარწმუნებული ვარ ქალბატონი თეაც, თუკი იქნება ისეთი საკითხი, რაც მართლა იქცევს ყურადღებას და გაუგებრობაა, ნამდვილად ჩვენ ერთად ვიმუშავებთ,"- განაცხადა ბოლქვაძემ.

ცნობისათვის, „ლელოს" ინიციატივით დღეს, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, პარლამენტში კულტურის და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და მათგან გამოწვევებისა და პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა სამინისტროს ჩაკეტილობაზე, ავტორიტარიზმის ნიშნებსა და კულტურის სფეროში რეპრესიებზე ისაუბრეს. ისინი მოითხოვენ, ელისო ბოლქვაძემ რეპრესიებზე თვალი არ დახუჭოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოითხოვენ, რომ მას UNESCO- ს მშვიდობის ელჩის სტატუსი ჩამოერთვას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა