ზურაბ აბაშიძის განცხადებით, გრიგორი კარასინთან დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელ გრიგორი კარასინთან გაზაფხულზე დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო. ამის შესახებ მან მედიას შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.

"გადაიდო, ამ ვითარებაში არაა მიზანშეწონილი ამ შეხვედრის გამართვა", - განაცხადა აბაშიძემ.

მისივე თქმით, კარასინთან ბოლო შეხვედრა ნოემბერში ჰქონდა, ხოლო კომუნიკაცია რამდენიმე კვირის წინ ტექნიკურ საკითხებზე ჰქონდა.

"ბოლო შეხვედრა გვქონდა ნოემბერში. კომუნიკაცია მქონდა ერთი, სამი კვირის წინ, ტექნიკური საკითხი იყო, მგონი იმასთან იყო დაკავშირებული, რომ პრობლემა იყო შექმნილი ლარსზე, ერთი თვის წინ იყო ეს. ძალიან დიდი სირთულეები იყო მანქანების გატარებასთან დაკავშირებით იქიდან და აქედან, ტვირთი რაც მიდის ლარსზე, ეს ომამდე იყო. ლარსზე ეს შეფერხება იყო თუ არ ვცდები, თებერვლის პირველ ნახევარში, ხშირად არის ხოლმე დიდი რიგები კლიმატური პირობების გამო. ძალიან დიდი რიგები იყო თოვლის გამო. სამი კვირის წინ პირობითად ვთქვი, ომამდე იყო ამაზე საუბარი", - განაცხადა აბაშიძემ.

აბაშიძეს ასევე ჰკითხეს გრიგორი კარასინის შეფასებაზე, რომ სანქციებთან დაკავშირებით, რუსეთს საქართველოს რეაქცია "შეუმჩნეველი არ დარჩენია" და "ჩვენს ურთიერთობებს აქვს ნათელი მომავალი", რაზეც აბაშიძე აცხადებს - "მოგცემთ კარასინის ტელეფონს და დაურეკეთ ჰკითხეთ, რა ჰქონდა მხედველობაში."

რაც შეეხება საკითხს, რამდენად შეიძლება საქართველო აღმოჩნდეს სანქციების გვერდის ავლის შავი ხვრელი, აბაშიძის პასუხი იყო - "ასე თუ წავიდა საქმე, შეიძლება მთელი სამყარო შავ ხვრელში გაუჩინარდეს - ხუმრობაა”, - ამასთან, აბაშიძე ფიქრობს, რომ მტკიცებულებები უკრაინულმა მხარემ უნდა წარმოადგინოს.

მან ასევე შეაფასა "პატრიოტთა ალიანსის" წევრების მოსკოვში ვიზიტი და განმარტა, რომ ხელისუფლებას ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

"პირადად ჩემი დამოკიდებულებაა, რომ არც დროულია და არც მიზანშეწონილი [ვიზიტი]", - განაცხადა აბაშიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა