გაერო-მ რუსეთს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერა

გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერდა. ხმის მიცემის შედეგად 93-მაქვეყნის წარმომადგენელმა ინიციატივას მხარი დაუჭირა, 24-მა მათგანმა უარი განაცხადა, ხოლო 58-მა კი პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.

იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რეზოლუციას არის საქართველო, აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი, რა თქმა უნდა, თავად უკრაინა და ა.შ.

ჩინეთი, სირია და ბელარუსი მათ შორის იყვნენ, ვინც წინააღმდეგ წავიდა.

ინდოეთი, ეგვიპტე და სამხრეთ აფრიკა იმ ქვეყნებს შორის არიან, რომლებმაც თავი შეიკავეს.

რეზოლუციის პროექტში გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ აღნიშნა, რომ ასამბლეა „შეუჩერებს ადამიანის უფლებათა საბჭოში წევრობის უფლებას საბჭოს წევრს, რომელიც ადამიანის უფლებების უხეშ და სისტემატიურ დარღვევას ჩაიდენს“.

გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში 193 წევრია. გენერალური ასამბლეის წევრების ხმათა 2/3-ს შეუძლია შეუჩეროს ქვეყანას ადამიანის უფლებათა საბჭოში მუშაობა ადამიანის უფლებების უხეში და სისტემატური დარღვევისთვის. ადამიანის უფლებათა 47 -წევრიან საბჭოში წელს რუსეთისთვის სამწლიანი ვადის მეორე წელია.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანი  სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების თურქეთთან და ევროპასთან ინტეგრაციული პროექტების განხორციელების საკვანძო ქვეყანა იქნება და ამ პროცესში პროვაიდერის როლს შეასრულებს
სტეპან გრიგორიანი - დიდია შანსი, 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ფაშინიანის პარტიამ მოიგოს, ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს თუ მხოლოდ პირველ ადგილზე გავა, არჩევნები გვანახებს
ქართული პრესის მიმოხილვა 05.01.2026
„ქართული ბრენდის დღეზე“ სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა
ეკომეგობრული გათბობა - როგორ შევამციროთ ჩვენი ნახშირბადის კვალი?