დიმიტრი პესკოვი კითხვაზე, განიხილავს თუ არა რუსეთი ნატოს გაფართოებას ეგზისტენციალურ საფრთხედ - არა, ასე არ ვფიქრობ

არა, ასე არ ვფიქრობ,- ასე უპასუხა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა Sky News-ის ეთერში დასმულ კითხვას, განიხილავს თუ არა რუსეთი ნატო-ს შემდგომ გაფართოებას ეგზისტენციალურ საფრთხედ და მათ შორის ისეთ ეგზისტენციალურ საფრთხედ, რა დროსაც, ოფიციალური მოსკოვი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.

ამასთან, როგორც პესკოვმა აღნიშნა, გასული რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში რუსეთი წუხდა უსაფრთხოების გამო, რადგან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ნატო-მ დაიწყო რუსეთის საზღვრებთან მიახლოება.

„და ჩვენ ძალიან ვნერვიულობდით ამის გამო“, - განაცხადა პესკოვმა.

ამასთანავე, კითხვაზე, რას მოიქმედებს რუსეთი იმ შემთხვევაში თუ ფინეთი და შვედეთი ალიანსს შეუერთდებიან, პესკოვმა განაცხადა, რომ უნდა მოხდეს ძალთა ბალანსის შეცვლა.

„ჩვენ უნდა მოვახდინოთ ვითარების რებალანსირება და უნდა მივიღოთ დამატებითი ზომები, რათა უზრუნველყოთ ჩვენი უსაფრთხოება, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ ღრმად ვართ შეშფოთებულები, იმის გამო, რომ ნატო არის კონფრონტაციის მანქანა, ის არ არის მშვიდობიანი ალიანსი. ის შექმნილია კონფრონტაციისთვის და მისი არსებობის მთავარი მიზანი არის კონფრონტაცია, ჩვენი ქვეყნის კონფრონტაცია, ეს სამწუხარო ვითარებაა, მაგრამ ჩვენ ეს მხედველობაში უნდა მივიღოთ.

ამიტომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ სიტუაციის რებალანსირება და ჩვენი დასავლეთ ფლანგი უფრო მეტად უნდა დავხვეწოთ იმ კუთხით, რომ უზრუნველყოთ ჩვენი უსაფრთხოება,“- განაცხადა პესკოვმა.

მან მარიუპოლსა და ბუჩაში მომხდარზეც ისაუბრა. მარიუპოლის ჰუმანიტარულ კატასტროფას, ბლოკადასა და მძიმე დაბომბვას გათავისუფლება უწოდა, ბუჩას კადრებს კი - „თამამი ფეიკი“.

„პირველ რიგში მარიუპოლი არის ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ნაწილი და რეალურად ოპერაციის მთავარი მიზანი იყო ამ ადამიანებს დავხმარებოდით. დავხმარებოდით ლუგანკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებს, რომლებიც განიცდიდნენ მძიმე თავდასხმებს 8 წლის განმავლობაში უკრაინელი სამხედროების მხრიდან და აქვე ვიტყვი, რომ ამ 8 წლის განმავლობაში არავის უხსენებია ეს, არავის უხსენებია ეს სიმხეცე.

მარიუპოლი იქნება გათავისუფლებული ნაციონალისტური ბატალიონებისგან და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უფრო ადრე მოხდება ვიდრე გვიან.

ბუჩა კი კარგად დადგმული ინსინუაციაა და არაფერი მეტი. და ეს საწყალი ადამიანები, ჩვენ ვნახეთ გარდაცვლილთა სხეულები იქ, ისინი არ იყვნენ რუსი სამხედრო პერსონალის მსხვერპლი. ჩვენ უარვყოფთ, რომ რუსულ სამხედროებს შეიძლება რამე კავშირი ჰქონდეს ამ სიმხეცესთან და იმ გარდაცვლილ ადამიანებთან, რომლებიც ნაჩვენები იყო ბუჩას ქუჩებში.

ეს არ არის კონსპირაცია, ეს არის თამამი „ფეიკი“ და ამის შესახებ ბოლო რამდენიმე დღეა ვსაუბრობთ, მაგრამ არავინ გვისმენს“, - განაცხადა პესკოვმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის