აშშ უკრაინას საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „სტინგერს“, ტანკსაწინააღმდეგო სისტემა „ჯაველინს“ და კამიკაძე-დრონების ახალ პარტიას მიაწვდის

აშშ უკრაინას საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „სტინგერს“, ტანკსაწინააღმდეგო სისტემა „ჯაველინს“ და კამიკაძე-დრონების ახალ პარტიას მიაწვდის. აღნიშნულ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

პენტაგონმა იმ შეიარაღების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომელიც უკრაინას უკვე მიაწოდეს. უწყებამ ასევე გაასაჯაროვა საბრძოლო მასალის ის სია, რომლის მიწოდებასაც აშშ უკრაინისთვის უახლოეს მომავალში გეგმავს.

„უკრაინა აშშ-სგან დახმარების სახით „სტინგერის“ და „ჯაველინების“ ათასობით კომპლექტთან ერთად ასობით უპილოტო საფრენ „კამიკაძე“ აპარატ Switchblade-ს მიიღებს“, - აცხადებს აშშ-ის თავდაცვის უწყება.

აღნიშნული ინფორმაციას მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც აშშ-მა უკრაინის დასახმარებლად კიდევ 100 მილიონი დოლარი გამოჰყო.

უკრაინის დასახმარებლად აშშ-მა გამოჰყო: 1400-ზე მეტი საზენიტო-სარაკეტო სისტემა „სტინგერი“, 5000-ზე მეტი ანტისატანკო სისტემა „ჯაველინი“, 7000-ზე მეტი სხვა სახის ანტისატანკო სისტემა, ასობით ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი SwitchBlade, ოთხი ერთეული ანტისაარტილერიო და უპილოტო საჰაერო სისტემების სამეთვალყურეო რადარი, 4 ერთეული ნაღმტყორცნების სააწინააღმდეგო სარადარო სისტემა, დაჯავშნული მრავალფუნქციური მანქანები, 50 მილიონზე მეტი ტყვია, 45 000 ჯავშნისა და ჩაფხუტის კომპლექტი, სარაკეტო სისტემები ლაზერული დამიზნებით, Puma-ს უპილოტო საჰაერო სისტემები, ღამის ხედვის მოწყობილობები, თერმული გამოსახულების და საკომუნიკაციო სისტემები და ოპტიკა და სატელიტური გამოსახულების კომერციული მომსახურება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია