გიორგი ამილახვარი - რუსული გავლები ამ ქვეყანაში არ არსებობს - "ლელო" გამოირჩევა იმით, რომ როცა სხვა ბევრი პრობლემაა, მაშინ წამოაყენებენ ხოლმე მფრინავ იდეებს

რუსული გავლენები ამ ქვეყანაში არ არსებობს - "ლელო" გამოირჩევა იმით, რომ როცა სხვა ბევრი პრობლემაა, მაშინ წამოაყენებენ ხოლმე მფრინავ იდეებს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარმა "ლელოს" საკანონმდებლო ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ვისაც ეჩვენება, რომ რუსული გავლენები არსებობს, სწორედ ისინი ასხამენ რუსეთის წისქვილზე წყალს.

კითხვაზე, არის თუ არა "ალტ-ინფო" რუსული პროპაგანდის მქონე მედია, ამილახავრმა არ უპასუხა.

„სულ რომ დავუშვათ, რომ პარლამენტმა ეს კანონი მიიღოს ვვარაუდობთ, რომ მათი პარტიის, ასევე "ომის პარტიის" ბევრ წარმომადგენელს და მათთან დაკავშირებულ მედიასაშუალებებს, რომლებიც ყოველ დღე ტირაჟირებენ პროპაგანდას, პროვოკაციებს, ცრუ ინფორმაციას, სამართლებრივად შეიძლება შეექმნათ პრობლემები. თუმცა, ამას ჩვენ სერიოზულად არ განიხილავთ, რაც არ არსებობს ქვეყანაში, იმის კანონი ვერ შეიქმნება,"- განაცხადა ამილახვარმა.

ცნობისათვის, "ლელო" გეგმავს რუსული გავლენებისა და პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტი დააინიციროს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო