ბრიუსელის მონაწილეობით ბაქოსა და ერევანს შორის მიღწეულ შეთანხმებასა და იმაზე, რა გავლენას მოახდენს ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე, უკრაინაში და უკრაინის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები უკრაინაში, ასევე იმაზე, ჩვენს სამეზობლოსა და ევროპაში მიმდინარე უმნიშვნელოვანესი პროცესების ფონზე საქართველოს ხელისუფლების მოქმედებსა და განცხადებებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.
- ქალბატონო ხათუნა, 40 დღეზე მეტია უკრაინაში რუსული აგრესია ყველაზე აქტუალური და განხილვადი თემაა, უკრაინაში მიმდინარე ომსა და იქ დღეისათვის არსებულ ვითარებას ჩვენ აუცილებლად შევეხებით.
ალბათ სწორი იქნება, თუ ჩვენ საუბარს ბრიუსელში ევროპის საბჭოს თავმჯდომარის შარლ მიშელის მოდერაციით აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილხამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანს შორის გამართული მოლაპარაკებებისა და ამ შეხვედრის შედეგებზე მსჯელობით დავიწყებთ.
მხარეებს შორის მიღწეული სამშვიდობო შეთანხმებებით ევროპის საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი აღფრთოვანებას არ მალავს. ყურადღებით წავიკითხე თუ რაზე შეთანხმდნენ ერევანი და ბაქო, ისეთი პირი უჩანს, ამ შეთანხმების შესრულების დაწყების შემდეგ სამხრეთ კავკასიაში ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვლება.
არა მგონია ჩვენს მეზობელ ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა სწრაფად დალაგდეს, მაგრამ კარგი იქნება თუ ეს პროცესები დაიწყება. თქვენ როგორ შეაფასებდით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ხელმოწერილ შეთანხმებებს? თქვენი აზრით, ამ ხელშეკრულებების რეალიზაციის დაწყება რამდენად და როგორ შეცვლის ვითარებას სამხრეთ კავკასიაში?
- პროცესები დაიწყო და ეს არის გარდაუვალი შედეგი იმ გლობალური ცვლილებებისა, რომელსაც მსოფლიოსთვის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი მოიტანს. კავკასიაში ორ ქვეყანას შორის მშვიდობისთვის მზაობა რუსეთის რეალური სახის წარმოჩენამ გააჩინა - ბოლო ომმა ყარაბაღისთვის სომხებს აჩვენა, რომ რუსეთის იმედად ყოფნა დამღუპველია და რომ რუსეთი როგორც პატრონი და პარტნიორი, არაფრად ვარგა, ხოლო უკრაინაში რუსეთის ხელისუფლების და სამხედრო ელიტის ილუზორულმა სტრატეგიამ და ბრძოლის ველზე ტაქტიკურმა მარცხმა - ისიც დაანახა, რომ „ლეგენდარული“ რუსული არმია არც ფარად და მახვილად უქნია ღმერთს.
ამიტომ, გამჭრიახმა სომხებმა, სანამ გვიან არ არის, გადაწყვიტეს რუსული ღალატის და დიქტატის გარეშე განსაზღვრონ თავისი მომავალი და ადგილი და როლი რეგიონში.
გამჭრიახმა სომხებმა, სანამ გვიან არ არის, გადაწყვიტეს რუსული ღალატის და დიქტატის გარეშე განსაზღვრონ თავისი მომავალი და ადგილი და როლი რეგიონში
ნიშანდობლივია, რომ უკრაინაში ომის დაწყების პარალელურად აზერბაიჯანმა დაიკავა ყარაბაღში სომხების მიერ კონტროლირებადი კიდევ ერთი სოფელი, რომელიც რუსული „სამშვიდობოების“ დაფარვის ზონაში იყოფებოდა. ამის შემდეგ, სომხეთმა 28 მარტს გამართულ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება და სთხოვა აზერბაიჯანს ყოვლისმომცველი სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება.
რუსეთის მომავალი მარცხი დასავლურ ცივილიზაციასთან ომში, რადაც იქცა რუსეთის სამხედრო შეჭრა და ველური სისასტიკით წარმოებული ომი უკრაინაში, რა თქმა უნდა, არა მარტო სომხეთს, არამედ კავკასიის სხვა ერებსაც და ეთნოსებსაც აიძულებს საკუთარი უსაფრთხოების ახალ გარანტიებზე იფიქროს და ეს საქართველოსთვის გამოწვევასთან ერთად, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობაც არის.
სამაჩაბლოელი ოსების საუბარი რუსეთის მიერ განხორციელებულ გენოციდზე, მას შემდეგ რაც უკრაინასთან ომში ოსები ჯერ გარეკეს, შემდეგ კი იქიდან გამოქცეულები, იძულებით კვლავ უკან გაყარეს, ასევე რუსეთის როგორც სხვა კავკასიელი ერებისგან მათი დამცავი ფარის როლის შესუსტება, ოსებში თვითგადარჩენის ინსტინქტს აამუშავებს.
რუსეთის როლის შესუსტების პარალელურად, კავკასიაში, სხვა ჩრდილო კავკასიელი ერების გვერდით, ოსების მშვიდობიანი თანაცხოვრების მომლაპარაკებლის და გარანტორის როლი საქართველომ შეიძლება და უნდა აიღოს. ასე რომ, წინ დიდი გამოწვევების და დიდი შესაძლებლობების ეპოქა მოდის.
- ცნობილია, რომ ანკარასა და ერევანს შორის დაწყებულია მოლაპარაკებები დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასა და ქვეყნებს შორის არსებული საზღვრების საშუალებით სავაჭრო ურთიერთობების აღდგენაზე.
ისეთი პირი უჩანს სატრანსპორტო კორიდორები გაიხსნება არა მარტო აზერბაიჯანსა და სომხეთს, არამედ, თურქეთსა და სომხეთს შორის. რადგან ეს ყველაფერი როგორც ჩანს არც თუ ისე შორეული პერსპექტივაა, თქვენი აზრით რამდენად აისახება ეს პროცესი საქართველოზე, როგორ სატრანზიტო ქვეყანაზე?
- ბრიუსელის შეხვედრა რამდენიმე რამით არის მნიშვნელოვანი: 1. ბრიუსელი თავის ხელში იღებს კავკასიაში სამშვიდობო პროცესს და სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკების პროცესში ფუნქციას კარგავს ავადსახსენებელი „მინსკის ჯგუფი“, რუსეთით სათავეში,
რა თქმა უნდა, სომხეთის ხელისუფლებისთვის ურთულესი გადაწყვეტილება: დათმოს პოზიციები მთიან ყარაბაღთან მიმართებაში, მხოლოდ დიდი და ისტორიული კომპენსაციის შედეგად მიიღწევა და ეს არის სომხეთის ინტეგრაცია რეგიონულ და საერთაშორისო ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რაც სომხეთს რეგიონული გადაზიდვების ჰაბის ნაწილად აქცევს და რაც მის უსაფრთხოებას და ეკონომიკურ აღმავლობას უზრუნველყოფს.
ამ პროცესის ნაწილია სომხეთსა და თურქეთს შორის გააქტიურებული ურთიერთობები საჰაერო მიმოსვლის და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის.
ევროკავშირიც კარგად აცნობიერებს, რომ სომხეთის ჩართულობა დიდ რეგიონულ პროექტებში, რომელიც მის ინტერესებს ორგანულად მიაბამს რეგიონის სხვა მოთამაშეების - თურქეთის, აზერბაიჯანის, ირანის, საქართველოს ინტერესებს - არის რეგიონში გრძელვადიანი სტაბილურობის და ეკონომიკური აღმავლობის მექანიზმი.
ამიტომაც, ისმის დასავლეთის პოლიტოლოგიურ წრეებში იდეები აზერბაიჯანული ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების ერთ-ერთ დერეფნად სომხეთიც განიხილონ. თუმცა, ჯერ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაზე საუბარი არ არის. მოკლედ, ეს შესაძლებლობაა თუ გამოწვევა საქართველოსთვის?!
შესადგენია საქართველოს ლოჯისტიკური შესაძლებლობების რუკა, რომელიც ნათლად დაგვანახებს რამდენად რესურსული ქვეყანა ვართ ბევრი თვალსაზრისით
პირველ ეტაპზე, სულ მცირე, შესადგენია საქართველოს ლოჯისტიკური შესაძლებლობების რუკა, რომელიც ნათლად დაგვანახებს რამდენად რესურსული ქვეყანა ვართ ბევრი თვალსაზრისით.
- 40 დღეზე მეტია უკრაინაში გრძელდება რუსეთის აგრესია. 40 დღეზე მეტია მთელი მსოფლიო ხედავს უკრაინის ხელისუფლების ხელმძღვანელობით უკრაინელი ხალხისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების ბრძოლას აგრესორის წინააღმდეგ.
ვხედავთ, რომ უკრაინელები წარმატებით ათავისუფლებენ დაბომბილ და განადგურებულ უკრაინულ ქალაქებს. ცივილიზებული მსოფლიო გაოგნებულია იმ სისასტიკით, რომელსაც რუსი ოკუპანტები უკრაინის ტერიტორიაზე ჩადიოდნენ და ახლაც აგრძელებენ უკრაინელი ხალხისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ დაუნდობელ ბრძოლას.
გასაგებია, რომ უკრაინაში ომის დასრულებასა და მშვიდობის დასადგურებაზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ დამკვირვებლები უკვე აკეთებენ საკმაოდ საინტერესო შეფასებებს აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინელი ხალხის ბრძოლის პირველ შედეგებზე. თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა უკრაინაში ხდება და თქვენი დაკვირვებით რა აჩვენა და რა ტიპის შედეგებზე შეიძლება საუბარი იმ ომზე, რომელიც უკრაინაში 40 დღეზე მეტია მიმდინარეობს?
- უკრაინა ხდება გლობალური უსაფრთხოების მომავალი არქიტექტურის ტონის მიმცემი და მოტივატორი. რუსეთის ველურმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ მსოფლიოს აჩვენა, რომ: 1. არსებული უსაფრთხოების სისტემა ვეღარ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს, რადგან გლობალური კატასტროფების თავიდან აცილება არ შეუძლია,
რატომ პირველად, იკითხავთ თქვენ, მაშინ როცა იყო 2008 წლის რუსეთის ომი საქართველოს წინააღმდეგ და 2014 წლის ყირიმის წართმევა იგივე რუსეთის მიერ უკრაინისთვის?!
იმიტომ, რომ მაშინ კომფორტს დახარბებულმა მსოფლიომ, მათი გადმოსახედიდან კატასტროფის მასშტაბების სიმცირის გამო, ეს ასეთად არ აღიარა. ახლა კი, რუსეთის მიერ თავის მიზნების მიღწევა, გამანადგურებელ პანდორას ყუთს ახდის თავს - იმავეს მოინდომებს ძალის გამოყენებით მსოფლიოს ყველა ავტორიტარული რეჟიმი.
ამიტომ, დასავლეთი იძულებულია რეალობა აღიაროს და შეიმუშაოს არა მარტო, დასავლური ცივილიზაციის, არამედ, სამყაროს გადარჩენის სტრატეგია, 3. უკრაინამ დასავლეთს „მომხმარებლური საზოგადოების“ მიერ მივიწყებული რაინდული ეთიკა და მორალური ღირებულებები გაახსენა.
დასავლეთი იძულებულია რეალობა აღიაროს და შეიმუშაოს არა მარტო, დასავლური ცივილიზაციის, არამედ, სამყაროს გადარჩენის სტრატეგია. უკრაინამ დასავლეთს „მომხმარებლური საზოგადოების“ მიერ მივიწყებული რაინდული ეთიკა და მორალური ღირებულებები გაახსენა
საინფორმაციო ომში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების და რესურსების ზედმიწევნით ეფექტური გამოყენების ახალ ისტორიას წერენ უკრაინელები, რომლებიც სახელმძღვანელოებში შევა.
მე ასე ვუწოდებდი - მობილურით მოგებული საინფორმაციო ომი, რომლითაც უბრალო უკრაინელმა მოქალაქემ მსოფლიო მის გვერდით დაიყენა. 5. კიდევ ერთი მიმართულებით გახდა უკრაინა მსოფლიოს ტრენდის ტონის მიმცემი - უკრაინამ მსოფლიოს აჩვენა როგორ მუშაობს „სამოქალაქო ნაციონალიზმი“, როცა ერთი მიზნით ერთიანდება ყველა მოქალაქე, განურჩევლად ეთნიკური, რელიგიური თუ პოლიტიკური განსხვავებისა.
უკრაინამ მსოფლიოს აჩვენა როგორ მუშაობს „სამოქალაქო ნაციონალიზმი“, როცა ერთი მიზნით ერთიანდება ყველა მოქალაქე, განურჩევლად ეთნიკური, რელიგიური თუ პოლიტიკური განსხვავებისა
რუსეთის განსაკუთრებული გამხეცება უკრაინის დიდწილად რუსულენოვანი რამდენიმე ქალაქის მიმართ იმან გამოიწვია, რომ მან ჯერ ვერ წარმოიდგინა და შემდეგ ვერ აპატია უკრაინის ეთნიკურად რუს მოქალაქეებს უკრაინელობა!
ის, რომ ეთნიკურად რუსი თუ კონფესიურად მაჰმადიანი უკრაინის მოქალაქე ისეთივე გააფთრებით იბრძვის საკუთარი სამშობლოს - უკრაინის დასაცავად, როგორც მისი ეთნიკურად უკრაინელი და ქრისტიანი თანამოქალაქე. ბევრ სხვა მაგალითთან ერთად, ესეც ჩვენთვის ყველაზე გასათვალისწინებელი მაგალითია.
- აშშ-ის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი S.3522, რომლის თანახმადაც აღდგება ლენდ-ლიზის პროგრამას, რაც საშუალებას აძლევს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ყოველგვარი საფინანსო და რაოდენობრივი ჭერისა და ბიუროკრატიული საკითხების გვერდის ავლით უკრაინას მიაწოდოს მოთხოვნის შესაბამისად საჭირო შეიარაღება და საბრძოლო მასალა.
ახლა ყველა იმას იხსენებს და იმაზე საუბრობს, რომ „ლენდ ლიზის“ ამგვარმა პროგრამა დაეხმარა სსრკ-ს და მსოფლიოს მეორე მსოფლიო ომში ჰიტლერის დამარცხებაში.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ უკრაინას აწვდის საჰაერო თავდაცვის ისეთ სისტემებს, რომლის უკრაინაში დამონტაჟების შემდეგ, უკრაინის ცა პრაქტიკულად დახურული იქნება. მოხდა ის, რასაც ასე დაჟინებით და თანმიმდევრულად ითხოვდა უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი. თქვენ როგორ შეაფასებდით პოლიტიკური, სამართლებრივი და სამხედრო თვალსაზრისით სენატის გადაწყვეტილებას უკრაინისთვის „ლენდ-ლიზის“ მიღების შესახებ?
- ჩვენ უკრაინაში ვუყურებთ არა უკრაინის, არამედ უკრაინისა და დასავლეთის გაერთიანებულ ომს ცივილიზაციის გადასარჩენად, რუსული, ცივილიზაციისგან აცდენილი, ბარბაროსული ომის წინააღმდეგ.
უკრაინაში ვუყურებთ არა უკრაინის, არამედ უკრაინისა და დასავლეთის გაერთიანებულ ომს ცივილიზაციის გადასარჩენად, რუსული, ცივილიზაციისგან აცდენილი, ბარბაროსული ომის წინააღმდეგ
დიახ, ეს ასეა და ყველანაირი საუბარი იმაზე, რომ ნატო და ზოგადად დასავლეთი უკრაინას არ ეხმარება, სიბრიყვე და ბოროტებაა. სამყაროს დაღუპვისგან გადასარჩენად უკრაინის მიწაზე იბრძვის უკრაინელი ჯარისკაცი და დასავლური შეიარაღება.
შეიძლება ვიდავოთ დროზე - რამდენად დროულად ახდენს სათანადო შეიარაღების მიწოდებას დასავლეთი უკრაინისთვის, კი ბატონო. მაგრამ ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები საფუძველს გვაძლევს ვთქვათ - დასავლეთის სრული საბრძოლო შეიარაღება, თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების ჩათვლით, გარდა მასობრივი განადგურების იარაღისა, მიეწოდება უკრაინას, რათა რუსული კოშმარი უკრაინის მიწაზე დასრულდეს და ნატოს ქვეყნებს საკუთარ დედაქალაქებში არ მოუწიოთ ბუჩასა და მარიუპოლის მსგავსი ტრაგედიების ხილვა.
დასავლეთის სრული საბრძოლო შეიარაღება, თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების ჩათვლით, გარდა მასობრივი განადგურების იარაღისა, მიეწოდება უკრაინას, რათა რუსული კოშმარი უკრაინის მიწაზე დასრულდეს და ნატოს ქვეყნებს საკუთარ დედაქალაქებში არ მოუწიოთ ბუჩასა და მარიუპოლის მსგავსი ტრაგედიების ხილვა
დასავლეთის ეს პოზიცია არ არის მხოლოდ მორალური იმპერატივებით ნაკარნახევი. ამ გადაწყვეტილებაში პრაგმატიზმის დოზაც იკვეთება: რა თქმა უნდა, დასავლეთს ურჩევნია რუსული დამანგრეველი ძალის ეფექტი, სანამ კორონა-ვირუსივით მსოფლიოს მოსდებია, უკრაინის ფარგლებს არ გასცდეს, მით უფრო რომ უკრაინა თანახმაა, ეს ისტორიული მისია იტვირთოს.
დასავლეთს ისღა დარჩენია უწყვეტად მოამარაგოს უკრაინა სუპერ-თანამედროვე იარაღით. ამაზე ჰუმანური დასავლეთმა საკუთარი ქვეყნების მოსახლეობას რა უნდა გაუკეთოს?! ხომ ყველა ხვდება, რამდენი ავტორიტარული ქვეყანა ელოდება ჩასაფრებული რუსეთის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის შედეგს ცივილიზებულ სამყაროსთან.
საკმარისია, დასავლეთმა სისუსტე აჩვენოს ან დასავლური ერთიანობა გაიბზაროს და წარმოუდგენელი მასშტაბის კატასტროფა მოიცავს სამყაროს - დაპყრობითი ომები მსოფლიოს ყველა კუთხეში, სადაც უსაფრთხო კუთხის პოვნა შეუძლებელი გახდება.
საკმარისია, დასავლეთმა სისუსტე აჩვენოს ან დასავლური ერთიანობა გაიბზაროს და წარმოუდგენელი მასშტაბის კატასტროფა მოიცავს სამყაროს - დაპყრობითი ომები მსოფლიოს ყველა კუთხეში, სადაც უსაფრთხო კუთხის პოვნა შეუძლებელი გახდება
ამიტომაც, არა მარტო უშუალოდ ამერიკამ, არამედ ნატომაც მთლიანად მზადყოფნა განაცხადა მიაწოდოს უკრაინას მძიმე აღჭურვილობა, როგორ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი აცხადებს.
- ცალკე საუბრის თემაა ის სანქციები რომელიც აშშ-მ და ევროპამ მიიღო აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ. 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ ევროპას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ჰქონდა ეკონომიკური სანქციები, მაგრამ 24 თებერვალს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთს იმდენი და ისეთი სანქციები დაუწესდა, რომლის მსგავსი არც ერთი სახელმწიფოს არ ჰქონია დაწესებული.
ამ უპრეცედენტო სანქციებს ევროკავშირმა კიდევ ახალი სანქციები დაუმატა. ეკონომისტების უმეტესობა თანხმდება იმაში, რომ ჯერჯერობით რუსეთის მოსახლეობა ვერ გრძნობს იმას, რომ ქვეყანა უმკაცრესი სანქცირების ქვეშაა.
თუმცა, დამკვირვებელთა უმეტესობა ასევე თანხმდება, რომ რუსეთს ჯერ საკმაოდ აქვს რესურსები იმისათვის, რომ ჯერჯერობით გაუძლოს იზოლაციას, ანაც კონტრაბანდული საქონლით შეავსოს დანაკარგი.
მესმის, რომ ეკონომიკა თქვენი სფერო არაა, მაგრამ მაინც გკითხავთ - რამდენად ზარალდება რუსეთი მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო? და რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ თუნდაც ამ სანქციების გამო კრემლმა უარი თქვას უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომზე და იმ მიზნებზე, რომელიც მას უკრაინასთან მიმართებაში აქვს?
- თავად რუსი ეკონომისტები ამბობენ, რომ რუსეთს იმგვარი ეკონომიკური და ტექნოლოგიური კატასტროფა ემუქრება, როგორიც საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგაც არ განუცდია. მხოლოდ ერთ შეფასებას მოვიტან: მალე თვითმფრინავებიდან მატარებლებში გადმოჯდომა მოგვიწვეს, რადგან მარაგნაწილები აღარ მოგვეწოდება, მაგრამ როცა, მატარებლების მარაგნაწილებიც გაცვდება, მერე უკვე მოსკოვიდან ვლადივოსტოკში რით ვიმგზავრებთ, მაგის რაღა მოგახსენოთო, ჩივიან.
რეალურად კი, უკრაინის და დასავლეთის მიზანია ამ ომის შემდეგ და შედეგად რუსეთი ისეთი გამოვიდეს, რომ აღარასდროს ჰქონდეს რესურსი და სურვილი ვინმეზე აგრესიის. ეს კი სამი რამის ერთობით მიიღწევა - სანქციები, დასავლური შეიარაღება უკრაინელების ხელში და წარმატებები ფრონტის ხაზზე.
კონფლიქტის იმგვარი გაყინვა, როგორიც საქართველოშია ან როგორც ეს თავად უკრაინაში იყო დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების სახით, მხოლოდ რუსეთის წისქვილზე დაასხამს წყალს, მას სულის მოთქმის, ცხოველური ჟინის მოკრეფის და მორიგი, მეტად სასტიკი აგრესიების განხორციელების საშუალებას მისცემს.
თავად რუსი ეკონომისტები ამბობენ, რომ რუსეთს იმგვარი ეკონომიკური და ტექნოლოგიური კატასტროფა ემუქრება, როგორიც საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგაც არ განუცდია
ამიტომაც მოქმედებს დასავლეთი კომპლექსურად და სანქციებიც სულ უფრო გამკაცრდება. მაგალითად, გუშინდელი რეზოლუციით ევროპარლამენტი მოუწოდებს წევრ ქვეყნების - უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ზრდას, სრული ემბარგოს დაწესებას რუსულ ენერგიაზე - გაზზე, ნავთობსა და ქვანახშირზე, რუსეთის გარიცხვას საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, მათ შორის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან, G20-დან და ა.შ.
ასე რომ, რუსეთს ჯერ ყველაფერი წინ აქვს. დარწმუნებული ვარ, დასავლეთი რუსეთის მიერ ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების პრევენციაზეც ფიქრობს.
- დამკვირვებელთა უმეტესობა დარწმუნებულია, რომ მხარეებს შორის გადამწყვეტი ბრძოლა დონბასში გაიმართება. მხარეები ამ ბრძოლისთვის ემზადებიან და ორივე მხრიდან ხდება დონბასის რეგიონში ცოცხალი სამხედრო ძალებისა და სამხედრო ძალების კონცენტრაცია.
გადამწყვეტი ბრძოლის წინ კიევისა და მოსკოვის მიზნები ასეთია - რადგან პრეზიდენტ პუტინის ინიციატივით რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა, მოსკოვის ამოცანაა სრულად გავიდეს დონეცკისა და ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვრებზე. კიევის ამოცანაა გაათავისუფლოს რუსეთის მიერ ოკუპირებული დონბასის 1/3 ნაწილი.
თქვენი დაკვირვებით რა შანსები აქვთ მხარეებს თავთავიანთი მიზნების შესასრულებლად?
- ბრძოლა დონბასისთვის ორივე მხარისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. დონბასისა და ლუგანსკისთვის ბრძოლის წაგებით პუტინის ხელისუფლების დაკარგვის და პირადი უსაფრთხოების რისკების წინაშე დგება. ამიტომ, იოლი წარმოსადგენია რაზეა ის წამსვლელი ამ ბრძოლის მოსაგებად.
უკრაინელ მებრძოლებთან და თუნდაც მშვიდობიან მოქალაქეებთან ვისაც ქონია საუბარი ომის დაწყების შემდეგ, ყველა დაგიდასტურებთ, რომ უკრაინელები არც ერთი გოჯი მიწის დათმობას არ აპირებენ, განსაკუთრებით, ბუჩას კოშმარის ხილვის მერე.
უკრაინელები ამბობენ, რომ მათ ხელშეკრულების უფრო ეშინიათ, ვიდრე ომის, იმიტომ რომ ხელშეკრულება შეიძლება რუსეთისთვის სულის მოთქმის და შემდგომის შეტევისთვის მზადების საშუალებად იქცესო. მეტი რა უნახავ მსოფლიოს რუსეთისგან.
ამერიკული ლენდ ლიზი და ნატოს გადაწყვეტილება მძიმე შეიარაღების მიწოდებაზე, იმას მოწმობს, რომ დასავლეთიც უკრაინელებთან ერთად მძიმე და ხანგრძლივი ბრძოლებისთვის ემზადება. თუმცა, არც ომის დიდხანს გაწელვის საშუალებას მისცემენ რუსეთს, ასე ჩანს
ამიტომ, სამშვიდობო ხელშეკრულებზე საუბარი უკრაინას მას შემდეგ აწყობს, რაც ფრონტის ხაზზე მისთვის სასურველი მოცემულობა ექნებათ ანუ დონბასსა და ლუგანსკიდან გადადენილი რუსის ჯარი.
გასაგებია, რომ ეს ურთულესი ამოცანაა. რეალურად ასე უყურებს პროცესებსაც დასავლეთი - ამერიკული ლენდ ლიზი და ნატოს გადაწყვეტილება მძიმე შეიარაღების მიწოდებაზე, იმას მოწმობს, რომ დასავლეთიც უკრაინელებთან ერთად მძიმე და ხანგრძლივი ბრძოლებისთვის ემზადება. თუმცა, არც ომის დიდხანს გაწელვის საშუალებას მისცემენ რუსეთს, ასე ჩანს.
- უკვე ცხადია, რომ ევროპა და მსოფლიო ისეთი აღარასოდეს არ იქნება, როგორც იგი 24 თებერვლამდე იყო. როგორადაც არ უნდა განვითარდეს პროცესები უკრაინაში, სერიოზული კორექტივები იქნება შეტანილი ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოების სისტემაში.
უკრაინის წინააღმდეგ რუსების მიერ დაწყებულმა აგრესიამ მსოფლიო მყისიერად შეცვალა. ამ პროცესებში ჩართულია ლამის მთელი ცივილიზებული მსოფლიო. მათ შორისაა საქართველოც.
საქართველოს ხელისუფლებამ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში მხარი დაუჭირა უკრაინას. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ უკრაინას, მაგრამ თუ პრემიერის და მმართველი გუნდის განცხადებებს თვალს გადავავლებთ, საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ცოტა უცნაურადაც კი გამოიყურება.
სიტყვა უცნაურად, აშკარად რბილად ნათქვამიც კია. თქვენ როგორ შეაფასებთ უკრაინაში ომის დაწყების ფონზე ჩვენი ხელისუფლების ქმედებებსა და უკრაინის თემაზე საჯარო სივრცეში გაკეთებულ განცხადებებს?
- მიუხედავად იმისა, რომ ყველა საერთაშორისო ფორუმზე საქართველო უკრაინის მხარდამჭერ პოზიციას აფიქსირებს და სანქციების ნაწილსაც მივუერთდით, საქართველოს ხელისუფლების სიტყვიერი გამოსვლები ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ მიწაზე რუსეთი ებრძვის უკრაინას, საინფორმაციო ველზე - კი საქართველოს ხელისუფლება.
ძალიან კარგად მესმის, როგორი საფრთხის წინაშე დგას საქართველო, როგორი მოზომილი, ფილიგრანულად გათვლილი ნაბიჯებია საჭირო, რომ რუსულ ნაღმზე ამჯერად მაინც არ ავფეთქდეთ და მორიგი აგრესიის მსხვერპლი არ გავხდეთ, მაგრამ რასაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, უფრო კაპიტულაციაა და არა - მშვიდობისთვის მზადება.
რასაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, უფრო კაპიტულაციაა და არა - მშვიდობისთვის მზადება
დიახ, დღეს ჩვენ უნდა გვქონდეს მშვიდობისთვის მზადების პოლიტიკა და ამისთვის ნაბიჯების მთელი წყებაა გადასადგმელი. კერძოდ, თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით:
ჰიბრიდული საფრთხეებთან ბრძოლაში მედეგობის გაზრდა:
დღეს სხვა დასავლეთია და არა ის, მცონარა, მხართეძოზე წამოწოლილი, შეშფოთება-აღშფოთებით შემოფარგლული დასავლეთი, რომელიც სულ რაღაც 40 დღის წინ, უკრაინის წინააღმდეგ რუსული ბარბაროსული ომის დაწყებამდე იყო
თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდა:
უნდა გავიგოთ, დღეს სხვა დასავლეთია და არა ის, მცონარა, მხართეძოზე წამოწოლილი, შეშფოთება-აღშფოთებით შემოფარგლული დასავლეთი, რომელიც სულ რაღაც 40 დღის წინ, უკრაინის წინააღმდეგ რუსული ბარბაროსული ომის დაწყებამდე იყო.
სწორედ ეს არის მშვიდობისთვის მზადება და არა - ომისთვის!
- აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ აშშ განიხილავს გზებს თუ როგორ მიაწოდოს დამატებითი დახმარება ნატო-ს არაწევრ მოკავშირეებს, მათ შორის საქართველოს.
წინა კითხვაზე თქვენი პასუხის მიუხედავად, მაინც დავსვამ ასეთ კითხვას - რადგან საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა რეალურად არ არსებობს, ქვეყანას რეალურად აქვს საფრთხეები რუსეთისაგან, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად რა შეიძლება მოითხოვოს საქართველომ, როგორ რუსული აგრესიის მსხვერპლმა ქვეყანამ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აშშ-საგან?
- ვერ ვიტყოდი, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა არ არსებობს, ამ ომის შემდეგ სულ სხვა მოცემულობა დადგება. ნახეთ რა ხდება - დიმიტრი პესკოვი გუშინ SKY NEWS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გამაოგნებელ რამეს აცხადებს - აღიარებს რა უზარმაზარ დანაკარგებს რუსეთის არმიის, ამბობს რომ ფინეთის და შვედეთის ნატოში შესვლა ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენსო.
პესკოვი იმ ქვეყნის მთავარი „ენაა“ ანუ პუტინის პირადი პრეს-სპიკერი, რომლის ყოფილი პრეზიდენტი მედვედევი ორი დღის წინ აცხადებდა რუსულმა ჩექმამ უნდა შეკრას ევროპა ლისაბონიდან ვლადისვოსტოკამდეო.
დასავლეთი, ნატოს გენერალური მდივნის, აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, აქეთ გამოთქვამს მზადყოფნას გააძლიეროს საქართველოს თავდაცვის უნარიანობა მოსალოდნელი რუსული საფრთხისგან, მაგრამ საჭიროებების მოთხოვნა და მზადყოფნა მიიღოს ეს დახმარება საქართველოს ხელისუფლებისგან უნდა წამოვიდესო
ეგ კიდე არაფერი, ომი უკრაინასთან რუსეთმა იმიტომ დაიწყო, რომ ნატო აღარ გაფართოვდესო. და ამ ომის დაწყებიდან სულ რაღაც ორმოც დღეში, პუტინის პრეს-სპიკერი რუსეთისავე მეზობელ, აქამდე ნეიტრალურ ქვეყნებს ეუბნება - შედით ნატოში, „სკატერტიუ დოროგა“, ჩვენ მაგაზე არ ვიდარდოთო. ჰოდა, საქართველოს ხელისუფლების ადგილას ცოტა მეტად დავფიქრდებოდი, სანამ შიშისგან თუ დავალებით, იმას წამოვისროდი, რაც უკრაინაზე, დასავლეთზე პირველი ენაზე მომადგება.
ამას გარდა, აუცილებლად გადაიხედება უსაფრთხოების არსებული არქიტექტურა და ჩაირთვება ახალი მექანიზმები, რომელთა მონაწილე საქართველო უნდა გახდეს და გახდება. მანამდე კი უნდა ვეცადოთ უდანაკარგოდ მივიდეთ.
დასავლეთი, ნატოს გენერალური მდივნის, აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, აქეთ გამოთქვამს მზადყოფნას გააძლიეროს საქართველოს თავდაცვის უნარიანობა მოსალოდნელი რუსული საფრთხისგან, მაგრამ საჭიროებების მოთხოვნა და მზადყოფნა მიიღოს ეს დახმარება საქართველოს ხელისუფლებისგან უნდა წამოვიდესო.
რას გაბედავს და რამდენად შეძლებს საქართველოს ხელისუფლება შეიგრძნოს ისტორიული მომენტი, ვერაფერს გეტყვით. თუმცა, ერთი რამ შემიძლია გითხრათ, საბედნიეროდ, საქართველოს მომავალს მარტო დღევანდელი ხელისუფლება არ დაწერს.
"ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი