ანდრეი კასიანოვი - აგრესორებს გვამები რუსეთის ტერიტორიაზე გააქვთ ან წვავენ ადგილზე, ამავე დროს კი საკუთარი, რუსი სამხედროების გვამებს უკრაინის მიწაზე ტოვებენ - ამ დანაშაულისთვის აუცილებლად დაისჯებიან

რასაც კრემლი ჩადის, არის ბარბაროსობა. ამის დასტურია ის საზარელი დანაშაულები, რომელიც ხდება ბუჩაში, გოსტომელში, ირპენსა და სხვა დასახლებულ პუნქტებში - უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ აგრესიისა და სამხედრო დანაშაულის 4820 ფაქტი დააფიქსირა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უკრაინის საელჩოს დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა განუცხადა.

მისივე თქმით, რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს 167 ბავშვი, დაჭრეს 297 ადამიანი, 484 კი დაზარალდა.

„სტატისტიკა სწრაფად იცვლება, ვინაიდან შემოდის ახალი საზარელი ამბები სხვადასხვა რეგიონიდან. 43 დღის განმავლობაში რუსეთმა გაანადგურა და ზიანი მიაყენა 600 სკოლას, 200 საავადმყოფოს, 1000 საცხოვრებელ სახლს. ნანგრევებში იმყოფება ჩვენი 100-ზე მეტი მოქალაქე, რომელთა გადარჩენასაც ჩვენი მაშველები ცდილობენ. რუსეთი ისვრის და ბომბავს საცხოვრებელ კვარტლებს, სადაც არ არის სამხედრო კვარტალი, ეს არის სამხედრო დანაშაული. ბუჩასა და სხვა ქალაქებში გავრცელებული დანაშაულების შემდეგ, მტერი ცდილობს დაფაროს თავისი დანაშაული. ამ მიზნით, რუსეთს გვამები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გააქვს ან წვავს ადგილზე და ამავე დროს საკუთარი, რუსი სამხედროების გვამებს რუსეთი ტოვებს უკრაინულ მიწაზე. უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფისმა დააფიქსირა აგრესიისა და სამხედრო დანაშაულის 4820 ფაქტი. ამ დანაშაულისთვის აუცილებლად დაისჯებიან. არ ვაპატიებთ ამას და ამას არ გააჩნია ხანდაზმულობის ვადა. რუსეთის ფედერაცია პასუხისგებაში აუცილებლად იქნება მიცემული“, - განაცხადა კასიანოვმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო