ანდრეი კასიანოვის განცხადებით, უკრაინაში სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობა კონტროლირდება

საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებით, უკრაინაში სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობა კონტროლირდება.

როგორც მან საელჩოში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რუსეთი უკრაინაში დიდ დანაკარგს განიცდის, როგორც სამხედრო მოსამსახურეების, ასევე სამხედრო ტექნიკის მხრივ.

„უკრაინაში სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობა კონტროლირდება. უკრაინის შეიარაღებული ძალები მოწინააღმდეგის შესაკავებლად სამხედრო მოქმედებებს ახორციელებენ. ცალკე მიმართულებით ხდება კონტრშეტევები ჩერნიგოვში, ჰერსონის ოლქსა და მიკოლაევში. მოწინააღმდეგე მხარე ტექნიკისა და სამხედრო მოსამსახურეების მხრივ დიდ დანაკარგს განიცდის, ასევე ახორციელებს მობილიზაციას და ჯარების გადასროლას დონეცკის, ხარკოვისა და ლუგანსკის მიმართულებით. აქტიურ შეტევებს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილშიც ახორციელებს.

ბელარუსის მხრიდან საფრთხე ძალიან მაღალი რჩება. უკრაინა იტოვებს უფლებას, თუ იქნება მთავარდსარდლის ბრძანება, ბელარუსის ტერიტორიაზე პრევენციული სარაკეტო დარტყმა განახორციელოს იმ საფრთხის შემცველ ობიექტებზე, რომელიც უკრაინას საფრთხეს უქმნის. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველა სამხედრო მოქმედება, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე ხდება, ომის წესების შესაბამისად ხორციელდება. რუს ტყვეებს უკრაინა საერთაშორისო სამართლისა და ჟენევის კონვენციის შესაბამისად ექცევა“,-განაცხადა კასიანოვმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს