იაგო ხვიჩია - მე პირადად ბუჩაში აუცილებლად ჩავიდოდი და ვეცდებოდი იმ გაუარესებული სიტუაციის გამოსწორებას, რაც საქართველოს და უკრაინას შორის არსებობს

დასავლეთთან ინტეგრაციის თვალსაზრისით, გამართლებაზე ვართ დამოკიდებული - ჩვენ ახლა უკრაინის კრიტიკით კი არ უნდა ვიყოთ დაკავებული, არამედ მათთან მეგობრობით და მათთან ერთად დასავლეთის კარზე მიკაკუნებით, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საგარეო უწყების ინფორმაციას, რომ მომავალ კვირას საქართველოს ევროკავშირის წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადმოეცემა.

მისი თქმით, ახლა ქვეყანა, ხელისუფლების არამკაფიო პოზიციის გამო, საერთაშორისო პარტნიორებთან სათანადოდ არ გამოიყურება, თუმცა წარსულში საქართველოს ბევრი აქვს გაკეთებული რუსეთთან ბრძოლის საქმეში, რასაც ახლა უკრაინა გადის და ეს უნდა დაფასდეს.

„შეიძლება გაგვიმართლოს და უკრაინასთან ერთად ჩვენც შევაბიჯოთ დასავლეთისკენ, მაგრამ შეიძლება ჩვენი არასწორი პოლიტიკის გამო, ნაკლებად გაგვიმართლოს, უკრაინამ გაასწროს საბჭოთა სივრციდან, ჩვენ კი იქ დავრჩეთ, სადაც ჯერ კიდევ ვართ, ეს იქნება ყველაზე უარესი. სამწუხაროდ, გამართლებაზე ვართ დამოკიდებულები. ჩვენი პოლიტიკა, დასავლეთთან ინტეგრაციის თვალსაზრისით, არასაკმარისად მკაფიოა ბოლო პერიოდში და ეს ის პერიოდია, როცა პოზიციის მკაფიოობა მთავარი ღირებულებაა. შესაბამისად, ეს არ არის თანმიმდევრული ნაბიჯი დასავლეთისკენ, ჩვენ ახლა უკრაინის კრიტიკით კი არ უნდა ვიყოთ დაკავებული, არამედ მათთან მეგობრობით და მათთან ერთად დასავლეთის კარზე მიკაკუნებით. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, მაგრამ წარსულში ბევრი გვაქვს გაკეთებული იმ ბრძოლის საქმეში, რასაც ახლა უკრაინა გადის, ამიტომ იმედი მაქვს, ჩვენც გაგვიმართლებს. დღეს არ გამოვიყურებით სათანადოდ, მაგრამ არავისზე ნაკლები სისხლი არ დაგვიღვრია რუსეთთან ბრძოლაში და მგონია, რომ ეს უნდა დაფასდეს,“ - განაცხადა ხვიჩიამ.

ხვიჩია გამოეხმაურა ასევე უკრაინის დროებითი რწმუნებულის ანდრეო კასინოვის განცხადებას, რომ უკრაინის რადას სპიკერმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბუჩაში მიიწვია და აღნიშნა, რომ მის ადგილას აუცილებლად წავიდოდა ბუჩაში.

„აუცილებლად ჩავიდოდი და ვეცდებოდი იმ გაუარესებული სიტუაციის გამოსწორებას, რაც საქართველოს და უკრაინას შორის არსებობს“,- განაცხადა ხვიჩიამ.

ბადრი ბელქანია - უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ქართველები სოლიდარობის გარდა იმის გამოც იბრძვიან, რომ მათთვის ამ ომში რუსეთის მარცხი არის შესაძლებლობა საკუთარი ხალხის ბრძოლას დაეხმარონ
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2022
კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ბაზისბანკი კაპიტალს 27 მილიონი ლარით ზრდის
როგორ ჩაიარა წელს ზამთრის ყველაზე ჯადოსნურმა გამოფენამ, რომელსაც ქალთა საერთაშორისო ასოციაცია დაარსების დღიდან, ყოველწლიურად აწყობს
შეიძინე კერძო სახლი საუკეთესო შეთავაზებით
იშოპინგე VELI.store-ზე და დახარჯე შენი დრო შენთვის
შეუდარებელი „ბოტანიკო“ საახალწლო აქციის ფარგლებში ბინების ფასდაკლებით შეძენას და საჩუქარს გთავაზობთ
კახა ოქრიაშვილი: „ოცნებას“ უკრაინაში გამარჯვების შემდეგ ქართველი პატრიოტების საქართველოში დაბრუნების ეშინია!“
ახალი შესაძლებლობა IT სფეროს წარმომადგენლებისთვის - "Devexperts" უკვე საქართველოშია
2022 წლის საუკეთესო ამერიკული არქიტექტორული კომპანია ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე შენობას დააპროექტებს
როგორ შევარჩიოთ საახალწლო საჩუქარი