მიხეილ სააკაშვილი - როგორც არასდროს, მომწიფდა ხალხის საყოველთაო გაერთიანება

როგორც არასდროს, მომწიფდა ხალხის საყოველთაო გაერთიანება - სხვა გამოსავალი, როგორც ჩანს, არ არსებობს, გარდა იმისა, რომ ეს უბედურება გავიარო, რაც გავიარე, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით მისი ბრალდების საქმეზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ახლა საქართველოში „არგასაშვები მომენტია“.

„როგორც არასდროს, მომწიფდა ხალხის საყოველთაო გაერთიანება, წინსვლა და სიძლიერე. ჩვენ წავალთ გამარჯვებისკენ, მაგრამ ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი გვაქვს არგასაშვები. ახლა არის ეს მომენტი; ახლა არის ეს ისტორიული გამოწვევა; ახლა არის ის, რისთვისაც ჩემი სიცოცხლე, ცხოვრება გადავდე. სხვა გამოსავალი, როგორც ჩანს, არ არსებობს, გარდა იმისა, რომ ეს უბედურება გავიარო, რაც გავიარე. მაგრამ ამას მეათეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს იმასთან შედარებით, რაც საქართველომ შეიძლება გაიაროს, თუ ყველა დროზე არ ვიმოქმედებთ. ღრმად მწამს ჩვენი ერთიანობის, სიძლიერის და გამარჯვების“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა