პარტია „ლელოს“ პოლიტსაბჭო ლუსტრაციისა და ჰიბრიდულ გამოწვევებთან ბრძოლის შესახებ განცხადებას ავრცელებს

პარტია „ლელოს“ პოლიტსაბჭო ლუსტრაციისა და ჰიბრიდულ გამოწვევებთან ბრძოლის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ლელოს“ პოლიტიკურმა საბჭომ შეიმუშავა ლუსტრაციის პოლიტიკა, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზით, რათა გამოაშკარავდეს და აღიკვეთოს რუსეთის გავლენები საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ და საჯარო პროცესებზე.

„ვხელმძღვანელობთ რა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მიზნებითა და სულისკვეთებით, რომ კონსტიტუციური ორგანოს ვალდებულებაა, მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ვიაზრებთ, რომ საქართველოს სუვერენიტეტს, დემოკრატიას, სტაბილურობასა და ევროატლანტიკურ არჩევანს ღიად და დაუფარავად საფრთხეს უქმნის რუსეთის იმპერიალისტური და აგრესიული პოლიტიკა. რუსეთი გვებრძვის არა მხოლოდ ოკუპაციის და ანექსიის გზით, არამედ ჰიბრიდული ომის მეშვეობით, რომლის ერთ-ერთი მთავარი იარაღი არის რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელება საქართველოში.

ამიტომ, „ლელოს“ პოლიტიკურმა საბჭომ შეიმუშავა ლუსტრაციის პოლიტიკა, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზით, რათა გამოაშკარავდეს და აღიკვეთოს რუსეთის გავლენები საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ და საჯარო პროცესებზე. საკანონმდებლო პაკეტს აქვს შემდეგი შინაარსი-მოხდეს მტრული სახელმწიფო სამსახურში მყოფი და საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი პირების გამოვლენა, მათი სახელმწიფო თანამდებობებზე არდაშვება, იმ საჯარო მოხელეების პასუხისგებაში მიცემა, ვინც განზრახ ხელს უშლიან საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში განზრახ კონსტიტუციით გარანტირებული ინტეგრაციის კურსს ან არ ასრულებენ ოკუპაციის შესახებ მოქმედ კანონმდებლობას. იმ მედია და საინფორმაციო საშუალებების აკრძალვა, რომლებიც ტოტალიტარულ იდეოლოგიას ავრცელებენ, ეწევიან ოკუპანტი ქვეყნის აგრესიული ომის პროპაგანდას და ავრცელებენ ოკუპანტი სახელმწიფოს დეზინფორმაციას საქართველოში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო