მიხეილ სააკაშვილი - ჩვენ არ ვართ ლაჩრების და მოღალატეების ქვეყანა - რაც ხდება, ძალიან დროებითი რამ არის, მეგობრებო, ამიტომ, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ამ ჭუჭყის ჩამორეცხვას

ჩვენ არ ვართ ლაჩრების ქვეყანა, ჩვენ არ ვართ მოღალატეების ქვეყანა. ეს ყველაფერი, რაც ხდება, ძალიან დროებითი რამ არის, მეგობრებო. ამიტომ, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ამ ყველაფრის, ამ ჭუჭყის ჩამორეცხვას, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ახლა არის მოქმედების დრო იმისთვის, რომ საქართველო არ დაიღუპოს.

„ახლა, ჩვენ ყველა უნდა ვმოქმედებდეთ, მოქმედების დროა. ხალხი ჩვენგან მოქმედებას ელის. ახლა, მნიშვნელობა აღარ აქვს პარტიას, საზოგადოებრივ ორგანიზაციას. ახლა არის მოქმედების დრო იმისთვის, რომ საქართველო არ დაიღუპოს. ბოლო-ბოლო, საქართველო თუ ჩააბარეს მერე დაიწყება სისხლისღვრა. გაგრაში სისხლისღვრა მოხდა მას შემდეგ, რაც ქართველების თავებით ფეხბურთი ითამაშეს, მას შემდეგ, რაც გაგრა არასწორი ხელშეკრულების გამო ჩაბარდა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რა დროსაც მას მოსამართლემ მიუთითა, რომ მისი ბრალდების საქმეზე ისაუბროს.

მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლეს უპასუხა: „მე მგონი, არ ვლაპარაკობ სახუმარო საკითხებით, ქალბატონო. ეს არ არის სახუმარო საკითხები“.

„ბუჩა ჩაბარდა პრაქტიკულად, ჩააბარეს უკრაინელებმა (იმიტომ, რომ ირპენში იყო ბრძოლები) ბრძოლის გარეშე და ყველაზე დიდი მსხვერპლი იქ მოხდა. თქვენ იცით, რომ 2008 წელს ყველაზე მეტი ხალხი იმ ხალხს შორის დაგვეღუპა, რომელთა გამოყვანაც ვერ მოვასწარით. ძირითადად გამოვიყვანეთ და ამიტომ შევედით იქ, რომ დერეფანი გაგვეხსნა. ძირითადი, დახვრეტილი ხალხი მოხვდა აჩაბეთში, ქურთაში, კეხვში, თამარაშენში. როცა ბარდები მერე იწყება შემოსვლა, გაუპატიურება, განადგურება და შენი ქვეყნის მოსპობა და დღეს, ჩვენს ქვეყანას პირდაპირ აბარებენ. ამიტომ, ახლა პარტიებად, სხვადასხვა სიმპათიებად და ანტიპათიებად დაყოფის დრო აღარ არის. ახლა არის დრო იმისა, როცა ხალხი ელის ჩვენგან მოქმედებას, ერთიანობას და ხალხი ჩვენგან ელის ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს, ხალხი ამისთვის მზად არის. ქართველ ხალხს წარმოუდგენელი თვითგადარჩენის ინსტინქტი აქვს და არანაკლებს გაბედული ხალხია ვიდრე უკრაინელები, მე ეს მინახავს. მათ შორის, ჩვენ ეს გვინახავს უკრაინის ფრონტზე და მინდა მივესალმო იმ ბიჭებს, ვინც იქ იბრძვიან“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ახლა არის „ყველა კარზე კაკუნისა და საქართველოს ხმის ისევ გაგონების დრო, როგორც ეს ოდესღაც ამაყად მართლაც ისმოდა მსოფლიოში“.

„ჩვენ არ ვართ ლაჩრების ქვეყანა, ჩვენ არ ვართ მოღალატეების ქვეყანა. ეს ყველაფერი რაც ხდება ძალიან დროებითი რამ არის, მეგობრებო. ამიტომ, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ამ ყველაფრის, ამ ჭუჭყის ჩამორეცხვას. თუ ახლა არ შევძელით იცოდეთ, რომ ჩვენ დაგვჭირდება უსაფრთხოების გარანტიები. უკრაინა არამხოლოდ მოიგებს ამ ომს, არამედ მიიღებს უსაფრთხოების გარანტიებს ინგლისიდან, ამერიკიდან, თურქეთიდან, პოლონეთიდან. ჩვენ უსაფრთხოების გარანტიები დაგვჭირდება იმავე უკრაინიდან, უსაფრთხოების გარანტიები დაგვჭირდება ამერიკიდან.

დღევანდელი წარმომადგენლებიდან ვინ მივა უკრაინასთან, როდესაც მათი და ჩვენი ისტორიის ყველაზე გადამწყვეტ მომენტში ამდენ შეურაცხყოფას აყენებენ. მე, ამას ვლაპარაკობ, როგორც ქართველი და როგორც უკრაინის ამაყი მოქალაქე. თითქმის 20 წელი გავატარე უკრაინაში და ძალიან ბევრი ენერგია და რესურსი ჩემი ცხოვრების, გულის დიდი ნაწილი მაქვს ჩადებული ამ ქვეყანაში“, - განაცხადა სააკაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა