მიხეილ სააკაშვილი - უკრაინა იმარჯვებს ამ ომში, მან უკვე მოიგო კიევის ბრძოლა, ახლა არის ხარკოვისთვის, დონბასისთვის დიდი ბრძოლა, საიდანაც უკრაინა გამოვა გამარჯვებული

უკრაინა იმარჯვებს ამ ომში, მან მოიგო უკვე კიევის ბრძოლა, ახლა არის ხარკოვისთვის, დონბასისთვის დიდი ბრძოლა წინ, საიდანაც უკრაინა გამოვა გამარჯვებული, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ლენდ -ლიზის“ პროგრამის გამო, რეგიონი ბევრად უფრო დაცული იქნება.

„რაც შეეხება სიტუაციას ჩვენ გარშემო, უკრაინა იმარჯვებს ამ ომში, მან მოიგო უკვე კიევის ბრძოლა, რაც იყო გადამწყვეტი ბრძოლა და ახლა არის ხარკოვისთვის დიდი ბრძოლა წინ, რომელსაც უკრაინა ასევე მოიგებს. ასევე, დონბასისთვის დიდი ბრძოლა, საიდანაც უკრაინა გამოვა გამარჯვებული. გუშინ ამერიკის შეერთებულმა შტატების სენატმა მიიღო „ლენდ-ლიზის“ პროგრამა. ეს ნიშნავს, რომ უკრაინა მიიღებს შეუზღუდავი რაოდენობის იარაღს და ეს ნიშნავს, რომ ჩვენი რეგიონი იქნება ათასჯერ უფრო დაცული, ეს შეეხება ნორმალურ პირობებში საქართველოსაც“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა