მოსამართლემ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა, რომლითაც ისინი საქმეზე ირაკლი კობახიძის განცხადების დამატებით მტკიცებულებად დართვას ითხოვდნენ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადების საქმეზე დამატებით მტკიცებულებად დართვას ითხოვდნენ.

ადვოკატ შოთა თუთბერიძის განმარტებით, ირაკლი კობახიძის, ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას და სახალხო დამცველის განცხადებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა მიმდინარეობს, საქმეს მტკიცებულების სახით უნდა დართვოდა.

ადვოკატმა სასამართლო პროცესზე კობახიძის განცხადება წაიკითხა.

„სააკაშვილი არის მძიმე მდგომარეობაში და საინტერესო არ არის... ჩვენ ვუფრთხილდებით საქართველოს და უკრაინას. სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს და უკრაინას ვუფრთხილდებით, ეს არის დამატებითი არგუმენტი რატომაც არის სააკაშვილის ციხეში ყოფნა მიზანშეწონილი. მას შეუძლია ზიანის მოტანა, როგორც საქართველოსთვის, ასევე უკრაინისთვის ციხის გარეთ. შესაბამისად, არავითარი პოლიტიკური მიზანშეწონილობა, რომ სააკაშვილი იყოს გარეთ, არ არსებობს. პირიქით, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ უკრაინას, რომელიც ისედაც მძიმე მდგომარეობაშია. იმისთვის, რომ დამატებით არ დავამძიმოთ მდგომარეობა, ჯობს, სააკაშვილი იჯდეს ციხეში. მთავარია, რომ სააკაშვილის გათავისუფლება ნიშნავს დამატებით თავის ტკივილს უკრაინისთვის და საქართველოსთვის“, - კობახიძის აღნიშნული განცხადება ადვოკატმა პროცესზე გააჟღერა.

აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა ბრალდების მხარე და აღნიშნა, რომ ეს საკითხი მიხეილ სააკაშვილის მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან კავშირში არ არის. პროკურორ თამარ იაკობიძის თქმით, საქმე სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება და აღნიშნული განცხადება მოცემულ საქმესთან შემხებლობაში არაა.

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა