გია ვოლსკი - საქართველო საერთაშორისო სანქციებზე მიერთებული არ არის და ვერ იქნება, რადგან ის ბერკეტი რასაც სანქცია ჰქვია, როცა ზარალი სანქცირებულ მხარეს უნდა მიაყენო, არ არსებობს

საქართველო საერთაშორისო სანქციებზე მიერთებული არ არის და ვერ იქნება, რადგან ის ბერკეტი რასაც სანქცია ჰქვია, როცა ზარალი სანქცირებულ მხარეს უნდა მიაყენო, არ არსებობს, - აღნიშნული განცხადება პარლამენტში, პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

ვოლსკიმ აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებობს სანქცირებული მხარის ის ბერკეტი, რომელსაც საქართველოს ეკონომიკის დანგრევა და ქვეყანაში ქაოსის შექმნა შეუძლია.

“აქედან გამომდინარეობს განცხადება, რაც პრემიერ - მინისტრმა გააკეთა. რაც შეეხება ორმაგი დანიშნულების პროდუქციას, მით უმეტეს, იარაღსა და სხვა მოწყობილობას, რაც შეიძლება ომში იყოს გამოყენებული, რასაკვირველია, საქართველო ვერ გაატარებს და არც გაატარებს. ამას არცერთი ქვეყანა დაადასტურებს და ვერ დაადასტურებს. თავად უკრაინის მხარის განცხადება იმის თაობაზე, რომ თურმე საქართველომ რაიმე მტკიცებულებები უნდა წარადგინოს, არის შეურაცხმყოფელი, არაპროფესიონალური და ჩასაფრებული პოზიციიდან ნათქვამი“, - განაცხადა გია ვოლსკი.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს