კიევის ოლქში, დაბა მაკარივში რუსების მიერ მოკლული 132 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს

კიევის ოლქში, დაბა მაკარივში დახვრეტილი 132 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს; ქალაქის 40% დანგრეულია. „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, ამის შესახებ დაბის ხელმძღვანელმა ვადიმ ტოკარმა განაცხადა.

„გუშინდელი დღის მდგომარეობით, ჩვენ შევძელით 132 სამოქალაქო პირის ცხედრის პოვნა, რომლებიც რუსმა დამპყრობლებმა დახვრიტეს“, - განაცხადა ტოკარმა.

მისივე თქმით, მაკარივის 40% დანგრეულია, ზოგიერთი სახლი აღდგენას საერთოდ აღარ ექვემდებარება.

ტოკარის თქმით, გარდაცვლილები ასევე აღმოაჩინეს მასობრივ სამარხებში.

მანვე აღნიშნა, რომ ომამდე, დაბაში 15 ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო აქტიური ფაზის დროს ათასზე ნაკლები ადამიანი დარჩა.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია