პაატა მანჯგალაძე პაპუაშვილის ბუჩაში მიწვევაზე - ვიცოდი, „ქართული ოცნება“ მოძებნიდა მიზეზს, რომ არ წასულიყო - ოპოზიცია თუ წავალთ და ამ სირცხვილს ჩამოვრეცხავთ საქართველოს, ჩვენ მზად ვართ ამისთვის

სადაც არის ცივილიზებული მსოფლიო, წესით, საქართველოც იქ უნდა იყოს. ახლა პრაგმატულია, ჩვენ დავფიქსირდეთ ცივილიზებულ მსოფლიოსთან ერთად, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ უკრაინის რადას სპიკერის მიერ სხვა ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების, მათ შორის შალვა პაპუაშვილის ბუჩაში მიწვევის შესახებ საუბრისას განაცხადა.

პაატა მანჯგალაძის განცხადებით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზადაა ოპოზიციასთან ერთად წავიდეს უკრაინაში და საქართველოს „სირცხვილი ჩამორეცხოს“.

„როცა გახდა ცნობილი ინფორმაცია, რომ არის ასეთი მოწვევა, მე უკვე შინაგანად ვიცოდი, რომ „ქართული ოცნება“ იპოვიდა არა საშუალებებს იქ წასვლის, არამედ მოძებნიდა მიზეზს, რომ არ წასულიყო და ეს ვნახეთ კიდეც. ჩვენ შალვა პაპუაშვილის გარეშეც მზად ვართ, ეს ტვირთი ვიტვირთოთ, თუ იქნება ასეთი გადაწყვეტილება მიღებული, ჩვენ არანაირი წინააღმდეგობა არ გვაქვს, პირიქით. აქ არის სამძიმარი, აქ არ არის საუბარი "პიარში" მონაწილეობაზე. სადაც არის ცივილიზებული მსოფლიო, წესით, საქართველოც იქ უნდა იყოს. ზედმეტი შიშები, რასაც ვხედავთ, „ქართულ ოცნებაში“ სიფრთხილედ და პრაგმატიზმად უნდათ, რომ გაასაღონ.

„ქართული ოცნება“ ხშირად ამბობს, რომ ახლა არის დრო ცივი გონებით მოქმედებების და პრაგმატული პოლიტიკის და რეალპოლიტიკისთვის თვალის გასწორების. ნამდვილად არ გამოვრიცხავ ამ ყველაფერს, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ თვითონ გადაწყვეტილებებს იღებენ პირადი დამოკიდებულებებით და ემოციიდან გამომდინარე. ახლა პრაგმატულია, ჩვენ დავფიქსირდეთ ცივილიზებულ მსოფლიოსთან ერთად.

ოპოზიცია თუ წავალთ და ამ სირცხვილს ჩამოვრეცხავთ საქართველოს, ჩვენ მზად ვართ ამისთვის. გვაქვს კოორდინაცია ოპოზიციასთან და ნამდვილად ვფიქრობ, რომ ძნელბედობის ჟამს პრაგმატულია სწორედ ის, რომ დაუდგე გვერდში სხვას, რომ დაგიდგნენ შენც, მოიქცე ისე, როგორც გინდა მოგექცნენ“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღეს მან მიიღო რადას თავმჯდომარის მიწვევა, ჩავიდეს უკრაინაში, თუმცა, აცხადებს, რომ რიგი საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს.

„რაც შეეხება მოწვევას, ვისურვებდი, რომ უკრაინის ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს სრულად გაეაზრებინათ ის მტკიცე მხარდაჭერა, რომელსაც ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ იჩენს. ეს მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნების პარტნიორობა ნამდვილად არ იმსახურებს უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისგან ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობას, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნას, დაუსაბუთებელ დიპლომატიურ დემარშებს, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულებას, თუ უკრაინელების უბედურებაზე ხელის მოთბობის სურვილის დაბრალებას, როგორც ეს ჩემი კოლეგის წინა მიმართვაში იყო. ამ საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს“, - დაწერა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.

გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.11.2022
რამაზ საყვარელიძე - ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მოცემა მსოფლიოს ახალ პოლიტიკურ  სქემებზეა  დამოკიდებული და არა ჩვენი ოპოზიციის მიერ ევროპისთვის  შეშველებულ  12 პუნქტზე
რეალური შავი პარასკევი „ჰუალინგ პლაზაში“ – გაიგეთ შეთავაზების დეტალები
„სმარტ კაპიტალმა“ ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდიატები დააჯილდოვა
პეტროკას ენერჯი ჯგუფი და სანპეტროლიუმ ჯორჯია განცხადებას ავრცელებენ
„ბიბლუსში“ Black Friday დაიწყო - 50%-იანი ფასდაკლება მხოლოდ ვებგვერდზე შოპინგისას
500-მდე პარტნიორი კომპანია და 100%-იანი ზრდის პერსპექტივა - „არომაკო“ 2-წლიან საქმიანობას აჯამებს
11 000 ლარამდე ფასდაკლება „ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ პრემიუმ კლასის სასტუმროს ნომრებზე 30 ნოემბერს სრულდება
ბაზისბანკის მხარდაჭერით ქუთაისში Hill Hotel Kutaisi გაიხსნა
„მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ – კამპანია, რომელიც განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს