ტურბომიკრონ G - თქვენი ჯანმრთელი ვენებისთვის

4-10 აპრილს მსოფლიოში ტარდება საინფორმაციო - საგანმანათლებლო პროექტი -„ვენების კვირეული“, რომელიც ვენურ-ლიმფური დაავადებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

ქრონიკული ვენური დაავადება ფართოდ გავრცელებული და პროგრესირებადი პრობლემაა, რომელსაც დროული მკურნალობა სჭირდება, რადგან გართულებები, რომლებიც ამ დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომების უგულებელყოფის შედეგად ვითარდება, საკმაოდ საგანგაშოა. დაგვიანებულმა მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს თრომბოფლებიტი, ვარიკოზული დაავადება, თრომბოზი, ტროფიკული წყლულების გაჩენა ქვედა კიდურებზე და სხვა. სწორედ ამიტომ, ქრონიკული ვენური დაავადების სიმპტომები არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ. ქვედა კიდურების შეშუპება, ტკივილი, სიმძიმის, წვისა და სიმხურვალის შეგრძნება, დაღლილი ფეხის სინდრომი, წვივის კუნთოვანი კრამპები (კუნთების ხანმოკლე, მტკივნეული შეკუმშვა), ქავილი - ეს ის სიმპტომებია, რომელსაც განიცდის მოსახლეობის დაახლოებით 50% (სტატისტიკა განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით), მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილი ამას ჩვეულებრივ დაღლილობას მიაწერს და სერიოზულად არ აღიქვამს, შესაბამისად არც მკურნალობს. ეს სიმპტომები ქრონიკული ვენური დაავადების არსებობაზე მიუთითებს. ამ დროს ქვეითდება ვენური სისხლძარღვის ტონუსი, ზიანდება ვენების სარქვლოვანი სისტემა და ვითარდება სისხლის შეგუბება ქვედა კიდურებში, ე.წ. ვენური ჰიპერტენზია, რაც იწვევს ზემოთ აღნიშნულ სიმპტომებს.

ქრონიკული ვენური დაავადების ჩამოყალიბებაში გარკვეულ როლს გენეტიკური ფაქტორები ასრულებს, თუმცა ყველა სხვა დანარჩენი რისკ-ფაქტორის მართვა პრაქტიკულად ჩვენს ხელშია და მათგან თავის არიდებით შესაძლებელია დაავადების პროგრესირების შეჩერება.

სწორედ ამ მიზნით, ექიმები გვირჩევენ: დასვენებისა და ძილის დროს ფეხების სხეულთან მიმართებით მაღალ პოზიციაში მოთავსებას, დღის განმავლობაში დიდხანს ჯდომის ან ერთ ადგილას დგომის შემთხვევაში, ფეხების მდებარეობის ხშირ ცვლილებას, საშუალო სიმაღლის (4-5 სმ) ქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებას, კონტრასტული შხაპის მიღებას, რეგულარულ ვარჯიშს, ცურვას, საუნის, რუჯის მიღებისა და მჭიდრო ტანსაცმლის ტარებისგან თავის შეკავებას.

ქრონიკული ვენური დაავადების სამკურნალოდ, ცხოვრების სტილის შეცვლასთან ერთად, მნიშვნელოვანია ვენოტონური პრეპარატების მიღება სიმპტომების შესამსუბუქებლად განსაკუთრებით წლის ცხელ სეზონზე, როდესაც აღნიშნული დაავადებისთვის დამახასიათებელი ჩივილები - სიმძიმის და დაღლილობის შეგრძნება ქვედა კიდურებში, ტკივილი, წვა, წვივის კუნთოვანი კრუნჩხვები - მწვავდება. თუმცა, იმისთვის რომ ტემპერატურის მატებასთან ერთად დაავადება არ გამწვავდეს და სიმპტომებმაც ნაკლებად იჩინოს თავი, საჭიროა აღნიშნული ვენოტონური მედიკამენტების მიღება ზაფხულამდეც, საპროფილაქტიკოდ. ვენური უკმარისობის სამკურნალო საშუალებებს შორის ყველაზე ეფექტურია მიკრონიზებული დაწმენდილი ფლავონური ფრაქციები (დიოსმინი/ჰესპერიდინი).მათი ეფექტურობა და უსაფრთხოება არაერთი კლინიკური კვლევით არის დადასტურებული. ქრონიკული ვენური დაავადების კონსერვატული (არაოპერაციული) მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად, 7987 პაციენტში ჩატარებული საერთაშორისო პროგრამის (VEIN ACT) მიხედვით, მიკრონიზებული დაწმენდილი ფლავონური ფრაქციებით (დიოსმინი/ჰესპერიდინი) 2,5-თვიანი მკურნალობა 42%-ით ამცირებს სიმძიმის შეგრძნებას, 46%-ით − ტკივილს, 47%-ით − შეშუპებასა და 58%-ით − წვივის კუნთოვან კრამპებს ქვედა კიდურებში.

სწორედ ასეთი, მიკრონიზებული დაწმენდილი ფლავონური ფრაქცია გახლავთ ტურბომიკრონ G“, დიოსმინისა და ჰესპერიდინის კომბინაცია.

„ტურბომიკრონ G“ მიკრონიზაციის უნიკალური მეთოდის წყალობით აძლიერებს ვენების ტონუსს, აადვილებს სისხლის მოძრაობას ვენებში.

დღეში 2 ტაბლეტი „ტურბომიკრონ G“ − 1 ტაბლეტი სადილთან და 1 ტაბლეტი ვახშამთან ერთად, მოგიხსნით სიმძიმეს, შეშუპებას, ტკივილისა და წვის შეგრძნებას ქვემო კიდურებში.

„ტურბომიკრონ G“ − წარმოებულია ესპანური ფარმაცევტული კომპანია “Kern Pharma”-ს მიერ.

ვენური უკმარისობის სიმპტომების სწრაფად მოსახსნელად, პერორალურ საშუალებებთან ერთად, რეკომენდებულია ვენოტონური და ანგიოპროტექტორული გელის გამოყენებაც.

„ტურბო გელი“ (კომპანია “WeltPharma”, გერმანია) მცენარეული წარმოშობის ვენოტონური საშუალება ადგილობრივი გამოყენებისთვის, რომელიც „ტურბომიკრონ G“-თან კომბინაციაში, უფრო სწრაფად და ეფექტურად ხსნის ქრონიკული ვენური დაავადებისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს.

კომბინირებული მკურნალობისას „ტურბო გელის“ თხელი ფენა დაიტანება ქვემო კიდურების მტკივნეულ ზედაპირზე, დღეში 2-ჯერ.

გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.

(R)

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის