ირაკლი კობახიძე - რატომღაც, უკრაინას პრინციპული გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ „ნაცმოძრაობის“ ლიდერები თავისთან ჰყავდეს - მათ იციან, რომ ეს ქართული სახელმწიფოს მიმართ არამეგობრული დამოკიდებულების გამოვლენაა

უკრაინას, რატომღაც, პრინციპული გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები თავისთან ჰყავდეს - მათი დამოკიდებულება არ იცვლება და ამის უკან რაღაც უნდა იდგეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინის ხელისუფლებამ იცის, რომ მათი ქმედება ქართული სახელმწიფოს მიმართ არამეგობრული დამოკიდებულების გამოვლენაა.

„უკრაინას, რატომღაც, პრინციპული გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ ჰყავდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები თავისთან - სააკაშვილი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე, არახამია და სხვები, ეს პოზიცია არ იცვლება. მათ იციან, რომ ეს ქართული სახელმწიფოს მიმართ არამეგობრული დამოკიდებულების გამოვლენაა, რადგან ესენი ქვეყნის მთავარი კრიმინალები არიან. ამის მიუხედავად, მათი დამოკიდებულება არ იცვლება. ამის უკან რაღაც უნდა იდგეს. არ ვიცით, რა არის ამის მიზეზი. ამასთან დაკავშირებით მოგვიწევს შეფასებების გაკეთება, თუმცა ამაზე ღრმად ვერ შევალთ, რადგან ქვეყანა ომის მდგომარეობაშია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა