ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ერთ-ერთმა წამყვანმა ევროპელმა პოლიტიკოსმა ბუჩაში რუსების ძალადობის მტკიცებულება მოსთხოვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს, რომ ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის მეთაურმა უკრაინისგან ბუჩაში რუსების მიერ მასობრივი მკვლელობის მტკიცებულებები მოითხოვა. ამის შესახებ გერმანული გამოცემა „ბილდი“ ზელენსკისთან ინტერვიუზე დაყრდნობით წერს.

„ყველაზე უარესი რაც ზელენსკიმ უკანასკნელ დღეებში მოისმინა? ევროკავშირის წამყვან პოლიტიკოსს სურდა უკრაინის პრეზიდენტისგან მიეღო მტკიცებულება იმისა, რომ ბუჩაში სამხედრო დანაშაულები ინსცენირება არ ყოფილა! ეს არის რიტორიკა, რომელიც უარეს შემთხვევაში, კრემლიდან მომდინარეობს“ - განაცხადა ზელენსკიმ.

„ბილდის“ რეპორტიორის კითხვაზე, არის თუ არა ეს პოლიტიკოსი ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის მთავრობის მეთაური, ზელენსკიმ მკაფიოდ უპასუხა: „დიახ“. თუმცა, ზელენსკიმ პოლიტიკოსის გვარის დასახელებისგან თავი შეიკავა.

ამავდროულად, უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საუბარია უნგრეთის პრეზიდენტ ვიქტორ ორბანზე.

ნიკოლოზ  ვაშაკიძე - მთელი ინტრიგა იმის გარშემო ტრიალებს, რას გადაწყვეტს აშშ - შეეცდება, დაალაგოს თანამშრომლობა „ოცნებასთან“, როგორც უალტერნატივო პოლიტიკურ ძალასთან, თუ ხელი შეუწყოს ხელისუფლების ცვლილებას
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო
2 წელი რობოტული ქირურგიის დანერგვიდან ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში - ინოვაცია, რომელმაც რეგიონის სამედიცინო რეალობა შეცვალა
CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებს
„ვისოლმა“ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებისთვის სპეციალური ფასდაკლება შექმნა
თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა მოსწავლეების დასაფინანსებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს
28 თებერვალი - განსაკუთრებული შეთავაზებები extra.ge-ზე