მაკა ბოჭორიშვილი - ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელსაც ბევრჯერ, თავისი თვალით აქვს ნანახი ბუჩა საქართველოში - უკრაინელი მეგობრებისგანაც მოველით, რომ შესაბამისად შეფასდება ის რისკები, რაც საქართველოს წინაშე დგას

ჩვენი უკრაინელი მეგობრებისგან მოველით, რომ შესაბამისად იქნება შეფასებული ის რისკები, რაც საქართველოს წინაშე დგას და ის გმირობა, რასაც საქართველო თავისი პოლიტიკური გადაწყვეტილებებით ყოველდღიურად აკეთებს საერთაშორისო არენაზე,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პასუხს უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის მიწვევის შესახებ.

როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, საქართველოს საკუთარ ტერიტორიაზე უკვე აქვს ნანახი რუსეთის სისასტიკე და ეს ემოცია განსაზღვრავს საქართველოს პოლიტიკას უკრაინასთან მიმართებით.

„სამწუხაროდ, საქართველო არის ის ქვეყანა, რომელსაც ძალიან ბევრჯერ, თავისი თვალით აქვს ნანახი ბუჩა საქართველოში, საქართველოს ტერიტორიაზე. ბევრჯერ ვნახეთ რუსეთის სისასტიკე საკუთარი თვალით, ჩვენს საკუთარ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ის, რაც უკრაინაში ხდება, ჩვენთვის ისედაც ძალიან ემოციურია და ეს ემოციები და ის დამოკიდებულება, რაც გვაქვს ჩვენი უკრაინელი მეგობრების მიმართ, განსაზღვრავს საქართველოს პოლიტიკას უკრაინასთან მიმართებით. საქართველოსთვის ეს არის ძალიან მტკივნეული თემა. ჩვენი უკრაინელი მეგობრებისგანაც მოველით, რომ შესაბამისად იქნება შეფასებული ის რისკები, რაც საქართველოს წინაშე დგას, საფრთხეები, რასაც ჩვენი ქვეყანა ყოველდღიურად უყურებს და ის გმირობა, რასაც თავისი პოლიტიკური გადაწყვეტილებებით ყოველდღიურად აკეთებს საერთაშორისო არენაზე“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო მიწვევა, რათა თავად ჩავიდეს უკრაინის ქალაქ ბუჩაში და ომის დანაშაულები საკუთარი თვალით ნახოს. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის მიერ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილს, უკრაინის რადას თავმჯდომარის მიწვევა არ მიუღია. მოგვიანებით კი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საელჩოდან წერილი საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი უკრაინის საელჩოს დაუკავშირდა და ვითარებაში გარკვევა სთხოვა.

პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის ცნობითვე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, შალვა პაპუაშვილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა