პოლონური პარტიის „სამართალი და სამართლიანობის“ თავმჯდომარემ და პოლონელმა პოლიტიკოსმა იაროსლავ კაჩინსკიმ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს „ოფთალმოლოგთან ვიზიტი“ ურჩია, თუ ის ვერ ხედავს რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ სიმხეცეს კიევის ოლქში. მისივე თქმით, პოლონეთი არ ითანამშრომლებს უნგრეთთან, თუ ორბანი არ შეიცვლის უკრაინის ომის მიმართ დამოკიდებულებას.
„შეფასება ცალსახად უარყოფითია. როდესაც ის ამბობს, რომ არ უნახავს, რა მოხდა ბუჩაში, მას უნდა ვურჩიოთ წავიდეს ოფთალმოლოგთან“,- განაცხადა იაროსლავ კაჩინსკიმ.
ამასთან, პოლონელმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ის აქამდე თავს იკავებდა ორბანის ქცევის შეფასებისგან, მაგრამ ახლა იძულებულია აღიაროს, რომ ეს ყველაფერი ძალიან საწყენია.
„ის რასაც აკეთებს ორბანი - ამით იმედოვნებს, რომ წვლილს შეიტანს ამ კონფლიქტის დასრულებაში. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს აბსოლუტურად ჩიხური გზაა“,- განაცხადა კაჩინსკიმ.