ნიკოლოზ სამხარაძე არგენტინის საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოში მოხსენებით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია არგენტინაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე მოხსენებით წარდგა არგენტინის საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოში, რომელიც ლათინურ ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მნიშვნელოვანი ანალიტიკური ცენტრია.

ნიკოლოზ სამხარაძემ, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე: ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიან აღდგენაზე, არაღიარების პოლიტიკაზე, ნატო-ში და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციაზე და მშვიდობიანი კავკასიის ინიციატივაზე ისაუბრა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა ქვეყნისთვის ისეთ მნიშვნელოვან მიზნებზე, როგორიცაა ვაჭრობის დივერსიფიცირება და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან. ასევე, ისაუბრა ენერგო და კიბერ-უსაფრთხოების გაძლიერების მნიშვნელობაზე.

ნიკოლოზ სამხარაძის მოხსენების შემდეგ დისკუსია გაიმართა, სადაც ისაუბრეს უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიაზე და მის გავლენაზე როგორც შავი ზღვის რეგიონზე, ასევე ევროპაზე და ნატო-ს მომავალზე.

როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, არგენტინელი ექსპერტებისგან საინტერესო მოსაზრებები მოისმინეს იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია, ისეთ შორეულ რეგიონზე, როგორიცაა სამხრეთ ამერიკა.

დისკუსიის ფარგლებში ისაუბრეს ორ რეგიონს შორის არსებულ მსგავსებებზე და იმ გამოწვევებზე, რომელიც როგორც შავი ზღვის რეგიონის ასევე,სამხრეთ ამერიკის წინაშე დგას.

ქართველმა კანონმდებლებმა შეხვედრა ასევე გამართეს არგენტინის აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან, სადაც საუბრის ძირითად თემას შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება წარმოადგენდა. მხარეებმა უნივერსიტეტებს შორის აკადემიური გაცვლის შესაძლებლობები განიხილეს.

„არგენტინის უნივერსიტეტების წარმომადგენლებს აინტერესებთ ქართველი პროფესორების მიწვევა, რომლებიც ჩვენი რეგიონის შესახებ ლექციებს ჩაატარებენ. ჩვენთვისაც საინტერესოა, რომ არგენტინელმა პროფესორებმა ქართველი სტუდენტებისთვის ლათინური ამერიკის პოლიტიკის შესახებ ჩაატარონ ლექციები",- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა