ლიეტუვა და ლატვია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურებიან

ლიეტუვა და ლატვია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

შესაბამისი განცხადებები ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინსტროებმა "ტვიტერზე" გამოაქვეყნეს.

"ლატვია უკანონოდ მიიჩნევს და არ ცნობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ცხინვალის რეგიონში 10 აპრილს ჩატარებულ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებს“. ლატვია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - ნათქვამია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

"ლიეტუვა არ ცნობს რუსეთის ფედერაციის მიერ ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონის უკანონო ოკუპაციის პირობებში ორგანიზებული ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ ლეგიტიმურობას. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცედ ვუჭერთ მხარს", - ნათქვამია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს და აცხადებს, რომ აღნიშნული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის ფედერაციის მორიგ უკანონო აქტს, რომელიც სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის