გრიგოლ გეგელია - მორალური ადამიანი და პოლიტიკოსი თავად უნდა იაზრებდეს ბუჩაში ჩასვლის საჭიროებას ყოველგვარი მოსაწვევისა თუ წითელი ხალიჩის გარეშე

მორალური ადამიანი და პოლიტიკოსი თავად უნდა იაზრებდეს ბუჩაში ჩასვლის საჭიროებას ყოველგვარი მოსაწვევისა თუ წითელი ხალიჩის გარეშე. ამიტომ, პაპუაშვილის პასუხი არის სამარცხვინო და მოკლებული პოლიტიკურ ლოგიკას, - ასე აფასებს ,,ლელო საქართველოსთვის” წევრი გრიგოლ გეგელია პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებას.

,,სტეფანჩუკისადმი ჩემი პასუხი იქნება ბოდიში და მადლობა იმისათვის, რომ ქართულ სახელმწიფოს კვლავ აღიქვამენ მეგობრებად. ბოდიში ყველა ჩვენგანის სახელით, ვინც ვხედავთ, რომ ხელისუფლება არ ასახავს ხალხის პოლიტიკურ ნებას. ნებისმიერი მოსაზრება, რომ მოწვევა იყო არასათანადო, არის კომიკური და სამარცხვინო, როგორც სტეფანჩუკმა აღნიშნა, მეგობრებს არ სჭირდებათ არანაირი მოსაწვევი. მორალური ადამიანი და პოლიტიკოსი თავად უნდა იაზრებდეს ბუჩაში ჩასვლის საჭიროებას ყოველგვარი მოსაწვევის და წითელი ხალიჩის გარეშე, ამიტომ პაპუაშვილის პასუხი არის სამარცხვინო და მოკლებული პოლიტიკურ ლოგიკას”, - აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.

რაც შეეხება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარს, გეგელიას თქმით, ,,ქართულ ოცნებას” მოუწევს პოლიტიკური პასუხები გასცეს კითხვებს, რომელსაც ტრადიციულად გაურბის ქვეყნის შიგნით პოლიტიკური საჯარო დებატისას, შესაბამისად ,,ყველა ძალიან ნათლად დაინახავს როგორია პოლიტიკური სიტუაცია სხვადასხვა კრიტიკული მიმართულებით”.

„დღეს საქართველო მიიღებს ევროკავშირში წევრობის კითხვარს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დასაწყისი, ყველა შესაბამის კრიტიკულ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან. ,,ქართულ ოცნებას” მოუწევს პოლიტიკური პასუხები გასცეს კითხვებს, რომელსაც ტრადიციულად გაურბის ქვეყნის შიგნით პოლიტიკური საჯარო დებატისას. ყველა ძალიან ნათლად დაინახავს როგორია პოლიტიკური სიტუაცია სხვადასხვა კრიტიკული მიმართულებით. ჩვენ ყველანი ვიმუშავებთ, რომ არცერთ კითხვაზე პასუხი არ დარჩეს გაუცემელი, მათ შორის დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაზე, გამართულ დემოკრატიის სისტემაზე და სხვა. ამ სიიდან საქართველოს ყველა მიმართულებით გააჩნია მძიმე და კრიტიკული პრობლემები, შესაბამისად ევროკავშირს ექნება თავისი კრიტიკული პოზიცია, რასაც ბოლო პერიოდში ვისმენდით, ევროკავშირი აუცილებლად მოითხოვს შემდგომ რეფორმებს”, - აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.

ცნობისათვის, რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს საჯაროდ მიმართა. „არის თუ არა მიზანშეწონილი უწოდო მოწვევას „არასათანადო“, რომ ჩამოხვიდე მეგობარ ქვეყანაში და დაინახო მისი გაჭირვება, გაიზიარო მისი მწუხარება, გამოხატო მხარდაჭერის სიტყვები? მეჩვენება, რომ მეგობარმა ეს უნდა გააკეთოს მოწვევის გარეშე,"- აცხადებს სტეფანჩუკი.

შეგახსენებთ, 8 აპრილს საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა,რომ მანაც მიიღო რადას თავმჯდომარის მოწვევა, ჩავიდეს უკრაინაში. პაპუაშვილის განმარტებით, "ჩვენი ქვეყნების პარტნიორობა ნამდვილად არ იმსახურებს უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისგან ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობას, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნას, დაუსაბუთებელ დიპლომატიურ დემარშებს, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულებას, თუ უკრაინელების უბედურებაზე ხელის მოთბობის სურვილის დაბრალებას, როგორც ეს ჩემი კოლეგის წინა მიმართვაში იყო. ამ საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს."

ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.11.2022
რეალური შავი პარასკევი „ჰუალინგ პლაზაში“ – გაიგეთ შეთავაზების დეტალები
„სმარტ კაპიტალმა“ ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდიატები დააჯილდოვა
პეტროკას ენერჯი ჯგუფი და სანპეტროლიუმ ჯორჯია განცხადებას ავრცელებენ
„ბიბლუსში“ Black Friday დაიწყო - 50%-იანი ფასდაკლება მხოლოდ ვებგვერდზე შოპინგისას
500-მდე პარტნიორი კომპანია და 100%-იანი ზრდის პერსპექტივა - „არომაკო“ 2-წლიან საქმიანობას აჯამებს
11 000 ლარამდე ფასდაკლება „ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ პრემიუმ კლასის სასტუმროს ნომრებზე 30 ნოემბერს სრულდება
ბაზისბანკის მხარდაჭერით ქუთაისში Hill Hotel Kutaisi გაიხსნა
„მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ – კამპანია, რომელიც განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს