ბადრი ჯაფარიძე - „ქართული ოცნების” იმედი ოპოზიციას და ქართულ საზოგადოებას არ აქვს, ამიტომ საჭიროა ვიყოთ მობილიზებული და არ დავუშვათ ამ ისტორიული პროცესის ჩაშლა, ისევე როგორც გააკეთეს შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით

„ქართული ოცნების” იმედი ოპოზიციას და ქართულ საზოგადოებას არ აქვს, ამიტომ საჭიროა ვიყოთ მობილიზებული და არ დავუშვათ ამ ისტორიული პროცესის ჩაშლა, ისევე როგორც გააკეთეს შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარტია "ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარის გადაცემაზე საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ,,ქართულ ოცნებას” კითხვარში შემავალ კითხვებზე პასუხები არ აქვს.

"ჩვენი საფრანგეთის ელჩთან შეხვედრა ეხებოდა იმ უნიკალურ შესაძლებლობას, რომელიც გაიხსნა საქართველოს წინაშე უკრაინელი ხალხის თავდადებული ბრძოლის შედეგად. საქართველომ ახლა ისეთი ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ ეს უნიკალური შანსი იყოს გამოყენებული ისტორიული მიზნის მისაღწევად. ,,ქართული ოცნების” იმედი ოპოზიციას და ქართულ საზოგადოებას არ აქვს, ამიტომ საჭიროა ყველა ვიყოთ მობილიზებული და არ დავუშვათ ამ ისტორიული პროცესის ჩაშლა, ისევე როგორც გააკეთეს შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით. ახლაც გვაქვს რისკი, რომ რეფორმების განხორციელებისაგან თავის ასარიდებლად და ხელისუფლების შესანარჩუნებლად ,,ოცნებამ” შეიძლება ეს ისტორიული პროცესი ჩაშალოს.

ამ კითხვარში შემავალ კითხვებზე პასუხები ,,ქართულ ოცნებას” არ აქვს, ამიტომ უნდა ვიყოთ მობილიზებულები, რომ არ მივცეთ საშუალება მმართველ გუნდა გაწელოს პროცესი, ან არ განხორციელდეს ის რეფორმები, რომელიც აუცილებელია, რომ ეს ისტორიული შესაძლებლობა გამოვიყენოთ. რა როლიც შეიძლება ოპოზიციამ ამ პროცესში ითამაშოს, ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს. ,,ქართული ოცნება” შეეცდება ეს პროცესი გახადოს მაქსიმალურად დაფარული და გაწელილი, ამის საშუალება არ უნდა მივცეთ. თითოეული ჩვენგანის ამოცანაა, რომ ვიყოთ გაერთიანებული და არ მივცეთ უფლება ,,ქართული ოცნების” ლიდერებს ქართველ ხალხს გააშვებინოს ეს ისტორიული შანსი”, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარს დღეს გადასცემს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს