პრეზიდენტი ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე - როგორც აქამდე, პირადად განვაგრძობ აქტიურ ჩართულობას საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე

როგორც აქამდე, პირადად განვაგრძობ აქტიურ ჩართულობას საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, დღეს ორბელიანების სასახლეში ევროპული პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის დელეგაციასთან შეხვედრისას.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, რეგიონში არსებულ ვითარებას, შავი ზღვის უსაფრთხოებას, ასოცირებულ ტრიოსა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, ასევე ეროვნული თანხმობის პროცესს.

პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპულ არჩევანსა და აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კითხვარი გადაეცემა, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე.

,,საქართველო ნამდვილად ევროპული ქვეყანაა“, - განაცხადა ევროპული დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა კომიტეტის, უსაფრთხოების და თავდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლუკას მანდლიმ.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბრისას, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობისა და მისი დაფარვის ზონის გაფართოების მნიშვნელობას.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ძალის გამოყენებაზე უარის თქმა საქართველოს ურყევი გადაწყვეტილებაა.

,,ჩვენ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას ევროპულ და არა ომის პერსპექტივას ვთავაზობთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, რეგიონში სტაბილურობის ხელშეწყობისათვის მნიშვნელოვანია, რომ შავი ზღვა არა კონფრონტაციის, არამედ უსაფრთხოების ზღვა იყოს.

ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: ევროპული პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლუკას მანდლი; ქვეკომიტეტის წევრები იუაზა ოლეკასი და ელენა იონჩევა, ასევე ევროპული პარლამენტის წევრი ლარს პატრიკ ბერგი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა