ფინანსთა მინისტრი - ტურიზმის ტემპის აღდგენა არის ძალიან მაღალი

ტურიზმის ტემპის აღდგენა არის ძალიან მაღალი - და იმ შემთხვევაში თუ სცენარი სწორედ აი ამ ტემპით განვითარდა, ჩვენ ძალიან ახლოს ვიქნებით იმ პარამეტრებთან რა პარამეტრებიც გვაქვს ბიუჯეტში ჩადებული, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდაა დაფიქსირებული.

„16,3% იყო ეკონომიკური ზრდა იანვარი და თებერვლის ჯამური მონაცემი და ეს არის საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა. ბუნებრივია, ამას თავისი ფაქტორები აქვს, რამაც განაპირობა აღნიშნული ზრდა, გარდა იმ საბაზისო ფაქტორისა, მნიშვნელოვანია, რომ ექსპორტის მიმართულებით ქვეყანას აქვს საკმაოდ მაღალი ზრდის ტემპი და ექსპორტი გაზრდილია ბოლო თვეების განმავლობაში საკმაოდ დიდი ოდენობით. მარტის თვეშიც შენარჩუნებულია ექსპორტის მაღალი ზრდა, შენარჩუნებულია ფულადი შემოდინებები, მათ შორის ფულადი გადმორიცხვები და ტურიზმის მიმართულება, რომელიც ნარჩუნდება მაღალი ტემპით. ბუნებრივია, ის პროგნოზი, რომელიც გასული წლის ბოლოს იყო დაფიქსირებული ჩვენს მიერ, მათ შორის, შესაბამის წლიურ ბიუჯეტში, ბუნებრივია ძალიან რთული იქნება ამ მაჩვენებელზე მიღწევა, თუმცა ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ მაჩვენებლებთან დაახლოებული იყოს. ტურიზმის ტემპის აღდგენა არის ძალიან მაღალი - იანვრის თვეში ეს იყო დაახლოებით 69%, თებერვლის თვეში - 60%-ზე მეტი, ვადარებ 2019 წლის მონაცემს და იმ შემთხვევაში თუ სცენარი სწორედ აი ამ ტემპით განვითარდა, ჩვენ ძალიან ახლოს ვიქნებით იმ პარამეტრებთან რა პარამეტრებიც გვაქვს ბიუჯეტში ჩადებული, გასული წლის ბოლოს“, - განაცხადა ხუციშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს